• ახალი მთავრობა, ძველი პროგრამა
    ახალი მთავრობა, ძველი პროგრამა
    26 ნოემბერს ქვეყნის ახლადარჩეულმა პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას გამოუცხადა ნდობა. ქვეყანას ახალი მთავრობა ჰყავს. როგორც ცნობილია -მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებამდე პარლამენტი წარდგენილ „სამთავრობო პროგრამას“ განიხილავს. ანუ -განიხილავს იმ გეგმას, რომლითაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში უნდა იხელმძღვანელოს მთავრობა.

    პატივცემული მკითხველის ყურადღებას წარმვუდგენთ 2016-20წწ სამთავრობო პროგრამის იმ მონაკვეთს, რომელიც ეროვნული უმცირესობების მიმართ ხელისუფლების ხედვა-გეგმას ასახავს.

    „...ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და რეალიზების უზრუნველსაყოფად განხორციელდება სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა. საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, ექნება შესაძლებლობა, სრულფასოვნად ჩაერთოს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, პოლიტიკურ და სამოქალაქო პროცესებში.

    განსაკუთრებით პრიორიტეტული იქნება სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება, შესაბამისად, გაიზრდება სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამების ეფექტიანობა, გაფართოვდება წვდომა სახელმწიფო ენი...
  • მეცხრე მოწვევის საქართველოს პარლამენტს
    მეცხრე მოწვევის საქართველოს პარლამენტს
    ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, მეცხრე მოწვევის პარლამენტის 150 დეპუტატმა კი უკვე დადო ფიცი კეთილსინდისიერად შეასრულონ საქართველოს ხალხის ნდობის გამოჩენის შედეგად დაკისრებული მოვალეობები, დაიცვან ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგი.

    საქართველოს კონსტიტუცია -სახელმწიფოს უზენაესი კანონია, რომელიც დეკლარირებს და გარანტირებს ქვეყნის მოქალაქეების, მიუხედავად მათი ეროვნების, რასისა და კულტურული კუთვნილობისა, სოციალურ და პოლიტიკურ თანასწორუფლებიანობის რეალიზებას. ქვეყნის კონსტიტუცია -გარანტია სახელმწიფოში აღმსარებლობის თავისუფლებისა და პირადი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში თვითგამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის.

    მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სახელმწიფოს უკვე 25 წელი შეუსრულდა, სამწუხაროდ, მრავალრიცხოვანი საკითხი, დაკავშირებული ქვეყნის მოქალაქეების -სხვადასხვა ეროვნული ჯგუფების სოციალურ–პოლიტიკურ სრულყოფილ ჩართულობასთან, ინტეგრაციასთან, დაკავშირებული სხვადასხვა ჯგუფებს შორის ჭეშმარიტ თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფასთან, ქვეყნის რეგიონებისა და სხვა სუბიექტების თანასწორუფლებიანობის საკითხები, ჯერ კიდევ გადაუჭრელ საკითხებს შორისაა და აუცი...
  • წაერთმევა თუ არა ვაჩიანის სკოლის საბჭოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება?
    წაერთმევა თუ არა ვაჩიანის სკოლის საბჭოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება?
    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მთელი ქვეყნის მასშტაბით 10 ივნისამდე საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები უნდა გაიმართოს. სამეურვეო საბჭო, არსებული კანონმდებლობის თანახმად -ის ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია აირჩიოს სკოლის დირექტორი.

    „სამეურვეო საბჭო კონკურსგავლილი დირექტორობის კანდიდატებიდან ირჩევს დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე“ (საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“, 2 პუნქტი, მუხლი 42).

    თუმცა, როგორც ირკვევა, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს ისეთი სასწავლო დაწესებულებები, სადაც კანონი სრული ძალით ვერ ფუნქციონირებს.

    რამდენიმე დღის წინ ინტერნეტ-გამოცემა Jnews-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „სოფელ ვაჩიანის სკოლა ახალ დირექტორს ირჩევს“. სტატიაში სოფელ ვაჩიანში მდებარე სკოლის ახალი დირექტორის დანიშვნაზეა საუბარი. თითქოს და ჩვეულებრივი ამბავი... მაგრამ, რეგიონის რეალობა ოდნავ განსხვავდება კანონით დადგენილი წესისგან.

    აღნიშნულ სტატიაში მოყვანილია ადგილობრივი რესურს ცენტრის ხელმძღვანელის,...
  • ელჩი იური ვარდანიანი სამცხე–ჯავახეთს ეწვევა
    ელჩი იური ვარდანიანი სამცხე–ჯავახეთს ეწვევა
    საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩო სრულად ინფორმირებულია 23-24
    აპრილს, ახალციხეში ქართველ და სომეხ ახალგაზრდებს შორის მომხდარი
    შელაპარაკებისა და მას მოყოლილ ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლების მიერ
    განხორციელებული ქმედებების შესახებ.

    მომხდარი ინციდენტის სრული სურათის გასარკვევად საქართველოში სომხეთის
    რესპუბლიკის საელჩომ შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა.

    პრობლემის დროული გადაჭრის და აუცილებელი ნაბიჯების გადადგმის მიზნით
    საელჩო ასევე კავშირი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან
    დაამყარა. ამ დროისთვის ინციდენტში მონაწილე არც ერთი ახალგაზრდა
    დაკავებული არ არის.

    უახლოეს დროს საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი იური ვარდანიანი
    სამცხე–ჯავახეთს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს როგორც სომეხი
    მოსახლეობის წარმომადგენლებთან ასევე ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
  • დეპუტატ პეტროსიანის მოწოდება საქართველოს აღიაროს სომეხთა გენოციდი
    დეპუტატ პეტროსიანის მოწოდება საქართველოს აღიაროს სომეხთა გენოციდი
    13 აპრილს, საქართველოს პარლამენტში დეპუტატ სამველ პეტროსიანმა 1915-23წწ სომეხთა გენოციდის ფაქტის აღიარებისა და დაგმობის მოთხოვნით წარსდგა. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის საპასუხო კომენტარი მიგვანიშნებს იმაზე, რომ სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხს, საქართველოში, აშკარად სხვა კონტექსტში განიხილავენ. პატივცემულ მკითხველს 13 აპრილს, პარლამენტში, პლენარული სხდომის დროს გაჟღერებულ განცხადებების სინქრონს წარვუდგენთ.

    სამველ პეტროსიანი (დეპუტატი, პარტია „ერთიანი ეროვნული მოძრაობა“).

    ძვირფასო კოლეგებო,

    საქართველო წარმოადგენს მრავალეროვან სახელმწიფოს და ყველანი ჩვენ ვართ ერთი და იმავე ქვეყნის შვილები. უნდა ვიცხოვროთ ერთიან და მშვიდობიან საქართველოში. ამიტომ უნდა ავღადგინოთ ისტორიული სამართლიანობა, ის რაც 100 წლის წინ მოხდა ოსმალეთის იმპერიაში, მხედველობაში მაქვს სომეხი ერის გენოციდი.

    ეს არის სომეხი ერის უდიდესი ტრავმა. გენოციდი აღიარებულია უამრავი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოების მიერ. (ხმაური დარბაზში. ხმაურის სავარაუდო წყარო -დეპუტატი აზერ სულეიმანოვი -რედ.).

    ჩვენც, როგორც დემოკრატიულმა ქვეყანამ უნდა ვაღ...
  • ქალაქ ახალციხის ახალი გერბი და დროშა დამტკიცდა
    ქალაქ ახალციხის ახალი გერბი და დროშა დამტკიცდა
    ქალაქ ახალციხის სიმბოლოები დამტკიცდა. საკრებულოს დეპუტატებმა განსახილველად გატანილ საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირეს. ახალი გერბისა და დროშის ავტორი სამხატვრო სკოლის დირექტორი ნანა ნათენაძეა. ჰერალდიკის საბჭომ უპირატესობა სწორედ მის ნამუშევარს მიანიჭა და პროექტის საბოლოო დახვეწაში დაეხმარა.

    „უკან მწვანე ველზე გამოსახულია ახალციხის ციხე. წინ არის ლომი, რომელიც სიძლიერის სიმბოლოა. მას ხელთ უპყრია ოქროს გასაღები. ამ გასაღებსაც თავისი დატვირთვა აქვს. არის მეწამული ფერის ჯვარი. ზუსტად ასეთი ჯვარი არის ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, ქვაზე ამოტვიფრული. ეს ჯვარი ავიღე იქიდან“ – აცხადებს ქალაქის ახალი სიმბოლოების ავტორი.

    შეგახსენებთ, რომ ქალაქის ჰერალდიკის კომისიამ, სიმბოლოების შესარჩევად კონკურსი სამჯერ გამოაცხადა. იმის გამო, რომ წარმოდგენილმა ესკიზებმა შესაბამისი კრიტერიუმები ვერ დააკამყოფილა, პირველი ორი კონკურსი ჩაიშალა.

    ოთარ დანელიამ ახალციხეში სამინისტროს ლაბორატორია და სეს–ის რეგიონული სამმართველო დაათვალიერა
    ოთარ დანელიამ ახალციხეში სამინისტროს ლაბორატორია და სეს–ის რეგიონული სამმართველო დაათვალიერა
    სოფლის მეურნეობის მინისტრი, სამცხე–ჯავახეთში ვიზიტის ფარგლებში, ახალციხეში სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ სამმართველოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას ესტუმრა. ოთარ დანელიამ ობიექტები დაათვალიერა და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

    სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი 2014 წელს გარემონტდა, კეთილმოეწყო ეზო, აშენდა ვაქცინების შესანახი სამაცივრე საწყობი, ავტოპარკს დაემატა 5 ახალი ავტომანქანა და 4 სპეცავტომობილი სამაცივრე დანადგარით.

    რაც შეეხება ლაბორატორიას, დაწესებულება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბაზაზე 2014 წლიდან ფუნქციონირებს. იგი რეგიონულ დონეზე ლაბორატორიული კვლევების სპექტრის გაფართოებაზე, ახალი მეთოდების ვალიდაციაზე და აკრედიტაციის სფეროში დამატებაზე ინტენსიურად მუშაობს.

    ლაბორატორიაში დაინერგა სურსათისა და წყლის მიკრობიოლოგიური და ქიმიური კვლევები, ხორციელდება ცხოველთა დაავადებების პირველადი და დამადასტურებელი დიაგნოსტიკა.

    2015 წელს გამოკვლეული ნიმუშების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით 345%-ით გაიზარდა. ამავე წლის იანვრიდან ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ ISO 17025 საერთაშორისო აკრედიტაცია მიი...
„ნერსეს შნორჰალი“ გუნდის სოლო კონცერტი ახალციხეში
„ნერსეს შნორჰალი“ გუნდის სოლო კონცერტი ახალციხეში
30.10.2014
2014 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის „ნერსეს შნორჰალი“ ახალგაზრდული ანსამბლი სოლო კონცერტით გამოვიდა ახალციხეში. გასვლითი ღონისძიება მიეძღვნა თბილისობის დღესასწაულს. საზეიმო დღის განწყობა გუნდის წევრებისაგან გადაეცათ ადგილობრივ „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიაში შეკრებილებს, სადაც განზრახული იყო კონცერტის ჩატარება. ეკლესიის სამღვდელოებისა და სათვისტომოს ძალისხმევით მალევე მოგვარდა ელექტროენერგიის პრობლემა, სულიერი მამების კურთხევის მიღების შემდეგ ეკლესიაში გაავრცელდა სასულიერო და ხალხური სიმღერები „ნერსეს შნორჰალი“ ანსამბლის შესრულებით. ქორმაისტერ მარია აბულიანისა და პიანისტ კარენ მირზოიანის ხელმძღვანელობით ანსამბლის სოლო კონცერტმა დაიმსახურა შეკრებილთა თბილი მიღება.

შემდეგ „ჰაიარტუნ“ ცენტრის „ნერსეს შნორჰალი“ ანსამბლი ეწვია ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრს, სტუმრებს მიესალმა და ახალგაზრდებისათვის სომხებით დასახლებული რეგიონის გაცნობის მიზანს დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორმა ედუარდ აივაზიანმა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა ლევონ ჩიდილიანმა მოუწოდა მსგავსი ვიზიტებით ცენტრების თანამშრომ ... »»»
>>>
სოფელ მოხეში არსებული სადავო შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერდა.
სოფელ მოხეში არსებული სადავო შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერდა.
25.10.2014
სოფელ მოხეში სადაო შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერდა მშენებლები აცხადებენ, რომ დასაქმებულმა მუშებმა ერთი კვირის სამუშაოები ორ დღეში შეასრულეს, ამიტომ მათ შესვენება ითხოვეს. ზურაბ ტაბიძის განმარტებით, რამდენიმე დღეში სამშენებლო სამუსაოები განახლდება. მოხეს მაცხოვრებელების თქმით, სოფელში დღემ მშვიდად ჩაიარა, თუმცა ადგილობრივი მუსლიმები ირწმუნებიან, რომ იმ შემთხვევაში თუ სადავო შენობის რეაბილიტაცია ისევ განახლდება, აქციებს სოფელში გააგრძელებენ. მათი მტკიცებით ნაგებობა, წლების წინ მეჩეთი იყო და ამიტომ ის კანონიერ მფლობელს უნდა დაუბრუნდეს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით განცახდება ადამიანის უფლებატა დამცველმაც გააკეთა. თამაზ ბაკურიძის თქმით, მოხეში პრობლემა სახელმწიფომ წარმოქმნა და მანვე უნდა დაარეგულიროს.

მსულიმ მოსახლეობას სიტუაციის მშვიდობანად მოგვარებისკენ საქართველოს სრულიად მუსლიმთა მუფთის მოადგილემაც მოუწოდა. მან მედიის წარმომადგენლებს განუმარტა, რომ მოხეში არსებული შენობის შესახებ მეჯლისზე იმსჯელებენ და სამომავლო ქმედებების შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ. თუმცა მუსლიმი მოსახლეობა სრულიად საქართველოს მუფთს უდობლობას უცხადებს. ისინი ამბობენ, ... »»»
>>>
სოფელ მოხეში მუსლიმი და მართლმადიდებელი მოსახლეობა ერთმანეთს დაუპირისპირდა
სოფელ მოხეში მუსლიმი და მართლმადიდებელი მოსახლეობა ერთმანეთს დაუპირისპირდა
18.10.2014
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მართლმადიდებელ და მუსლიმ მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა. სოფლელში არსებული შენობის დემონტაჟის მიზნით, დაწყებული სამუშაოები მუსლიმმა მოსახლეობამ გააპროტესტა. მუსლიმებმა მშენებლებს სამუშაოების შეწყვეტა მოთხოვეს, რადგან მეჩეთის კულტურის სახლად გადაკეთება ცოდვად მიაჩნიათ. მათ მუშებს, შენობის დემონტაჟის უფლება არ მისცეს და სოფელი დაატოვებინეს.

პარალელურად, მუსლიმების მოთხოვნები გააპროტესტა ადგილობრივმა მართლმადიდებელმა მოსახლეობამაც. მათი მტკიცებით, აღნიშნულ ადგილზე კულტურის სახლი უნდა აშენდეს, რადგან სოფელში კულტურული ღონისძიებებისთვის დარბაზი არ აქვთ.
აღნიშნულმა, მართლმადიდებელ და მუსლიმ მოსახლეობას შორის მცირე შელაპარაკებაც გამოიწვია. თუმცა სამართალდამცველები სიტუაციას აკონტროლებდნენ და აქციამ ზედმეტი ექსცესების გარეშე ჩაიარა.



როგორც ჭელის მეჩეთის წინამძღვარი, ჯამბულ აბულაძე განმრტავს, აღნიშნულთან დაკავშირებით, ქალაქ ბათუმში, სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშა ... »»»
>>>
საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე და სააგენტოს აპარატის თანამშრომლები შეხვდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინ
საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე და სააგენტოს აპარატის თანამშრომლები შეხვდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინ
16.10.2014
2014 წლის 14 ოქტომბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის რეზიდენციაში გაიმართა შეხვედრა საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძესა და სააგენტოს აპარატის თანამშრომლებთან.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა ვიზიტთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოთქვა. წინამძღვარმა მიულოცა სტუმრებს დღესასწაული - სვეტიცხოვლობა, და უსურვა ღვთიური და პროდუქტიული საქმიანობა.

შეხვედრის დროს ორი ძირითადი საკითხი იქნა განხილული: პირველი დაკავშირებული იყო საქართველოში მოქმედი ტრადიციული რელიგიური თემების დაფინანსების საკითხთან, მეორე ეხებოდა საბჭოთა კავშირის ეპოქაში ჩამორთმეული სომხური ტაძრების დაცვისა და საქართველოს სომეხთა ეპარქიისათვის დაბრუნების საკითხს.

ეპარქიის წინამძღვარმა გამოთქვა სააგენტოსთან თანამშრომლობის მზაობა, საქართველოში მოქმედი რელიგიური თემების მშვიდობიანი და ერთიანი მოღვაწეობის სასარგებლოდ.

თავის მხრივ, საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ ეპარქიის წინამძღვარს აუწყა, რომ დაყენებული საკითხები ყოველთვის სააგენტოს ყურადღების ცენტრშია ... »»»
>>>
მიმდინარეობს „სურბ ნორაშენ“ ტაძრის აღდგენითი სამუშაოები
მიმდინარეობს „სურბ ნორაშენ“ ტაძრის აღდგენითი სამუშაოები
16.10.2014
მე-15 საუკუნის ნაგებობა „სურბ ნორაშენ“ ტაძრის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს.

ჯერ კიდევ 2013 წლის იანვარში საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სომხეთში ვიზიტის დროს უწმინდესმა და უნეტარესმა ყოველთა სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქმა გარეგინ მეორემ ერთხელ კიდევ დააყენა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ეკლესიების სომეხთა თემისათვის დაბრუნების საკითხი, რის საპასუხოდაც საქართველოს პრემიერ მინისტრი გამოვიდა ინიციატივით - ეკლესიების კუთვნილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, დაიწყოს საავარიო მდგომარეობაში მყოფი ტაძრების აღდგენა, და გამოხატა მზადყოფნა მისი ფონდიდან „ქართუ“ დაეფინანსებინა ტაძრების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

აღდგენითი სამუშაოების დაგეგმვისა და პროექტის დამუშავების მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში არიან საქართველოს კულტურის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ტაძრის სრულ პერიმეტრზე და ინტერიერში შესრულდება საძირკვლის გამაგრების სამუშაოები. ბიძინა ივანიშვილის ... »»»
>>>
იმუნური აფეთქება ადიგენის მუნიციპალიტეტში
იმუნური აფეთქება ადიგენის მუნიციპალიტეტში
10.10.2014
იმუნური აფეთქება ადიგენის მუნიციპალიტეტში. სოფელ ღორძეში ა ჰეპატიტის, იგივე „ბოტკინის“ შემთხვევები დაფიქსირდა. ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამ დროისათვის დაავადების 8 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 2 მათგანი 18–19 წლის ახალგაზრდები არიან დანარჩენები კი 6–12 წლამდე ასაკის მოზარდები.

ადიგენის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა დადგინა, რომ ინფექციის წყარო სოფელში არსებულ სასმელი წყალი არ არის და დავადება კონტაქტის გზით არის გადაცემული.

აღნიშნულის თაობაზე სოფელ ღორძეში ლაბორატორიული გამოკვლევა თბილისის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჯგუფმა აწარმოა. სოფელში მაცხოვრებელი 41 პიროვნებიდან 11 –ს დაავადება დაუფიქსირდა, ხოლო 2 – საეჭვოა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ა ჰეპატიტით დაავადებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი მკურნალობას სახლის პირობებში გადიან.

ცენტრის ინფექციონისტის მაყვალა მეტრეველის განმარტებით, სოფელ ღორძეს მოსახლეობა, ამჟამად, მათი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
>>>
ადგილობრივები საშეშე მერქანს ვერ იმარაგებენ
ადგილობრივები საშეშე მერქანს ვერ იმარაგებენ
09.10.2014
მაღალ მთიან ზონაში მაცხოვრებელი, საშეშე მერქანს 7 კუბური მეტრის ნაცვლად 14 კუბურ მეტრს მიიღებს. აღნიშნული სიახლის მიუხედავად, ზამთრის დადგომამდე მოსახლეობისთვის ყველაზე აქტუალური პრობლემა ტყე-კაფიდან საშეშე მერქნის მოპოვებისათვის, ნებართვის დროული გაცემა და მისი ტრანსპორტირებაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ საშეშე მერქნის შესაძენად საკმარისი სახსრები არ გააჩნიათ, რადგან ტრანსპორტის დაქირავება ძვირი უჯდებათ. გარდა ამისა დიდთოვლობის გამო მასალის ტყიდან გამოტანას ვეღარ ახერხებენ. მათი ნაწილი იძულებული ხდება დამზადებული მერქანი მაღალ ფასებში შეიძინოს.

რეგიონის მაშტაბით, ზამთრისათვის შეშით მომარაგება, რომ ყოველწლიურად პრობლემას წარმოადგენს, ამაზე არასამთავრობო ორგანიზაციებიც საუბრობენ. "კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის " კოორდინატორი სამცხე–ჯავახეთში ნინო ლომიძე ამბობს, რომ ტყის რესურსი ყოველწლიურად მცირდება და ამიტომ მოსახლეობამ გასათბობად არა შეშა, არამედ სხვა ალტერნატიული საშუალებები უნდა გამოიყენოს. მისისვე თქმით, მოსახლეობის დიდ ნაწილს შეშით მომარაგებისთვის საჭირო თანხები არ გააჩნია.

ადგილობრივ მერიაში განმარტავენ, რომ ახალციხეში სა ... »»»
>>>
ადიგენში სტიქიისგან მიყენებულმა ზარალმა 1 091 000 ლარზე მეტი შეადგინა
ადიგენში სტიქიისგან მიყენებულმა ზარალმა 1 091 000 ლარზე მეტი შეადგინა
02.10.2014
ადიგენში სტიქიისაგან მიყენებულმა ზარალმა 1 091 000 ლარზე მეტი შეადგინა. როგორც ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, სოფლის მეურნეობის კუთხით ზარალი მილიონ 57ათას ლარზე მეტია, ხოლო ინფრასტრუქტურის მხრივ – 35 ათას 740 ლარამდე. არსენ ბალახაშვილის განმარტებით, შედეგები სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს დღეს გადაეგზავნება.

შეგახსენებთ, რომ სტიქია ადიგენში 14 სექტემბერს დაფიქსირდა. ძლიერმა ქარმა და სეტყვამ ადიგენის მუნციპალიტეტის 9 სოფელი დააზარალა. ნახევარ საათიანი გადაუღებელი ნალექის შედეგად, ხეხილის ბაღები, ვენახი, ბოსტნეული და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები განადგურდა. დაზიანდა სოფლამდე მისასვლელი გზები, ხიდები, საცხოვრებელი სახლები.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სპეციალურად შექმნილი კომისია სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს ორი მიმართულებით – სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის კუთხით 2 კვირის განმავლობაში ითვლიდა.
>>>
აგარის საბავშვო ბაღის თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ
აგარის საბავშვო ბაღის თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ
30.09.2014
აგარის საბავშვო ბაღის ეზოში ამ წუთებში ხმაურია. ბაღის ყოფილი და მოქმედი პედაგოგები 5 თანამშრომლის გათავისუფლებასა და ახალი აღმზრდელების დანიშვნას აპროტესტებენ. ხმაური აქციაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც სააღმზრდელო დაწესებულებაში ახალი თანამშრომელი ეთერი გულიაშვილი მივიდა. აქციის მონაწილეები მისგან ითხოვდნენ პასუხს, თუ რატომ დაინიშნა იგი აღნიშნულ თანამდებობაზე.

„ლელა ოქრომელიძემ დამირეკა ბაღში მიდი და მეც მალე მოვალო. რატომ უნდა მოვსულიყავი არ ვიცოდი. მერე გავარკვიე რომ მეორე სმენის აღმზრდელად დავინიშნე. სხვა არაფერი ვიცი“ – აცხადებს ეთერი გულიაშვილი.

აქცია აგარის საბავშვო ბაღის ეზოში დილიდან მიმდინარეონს. ბაღის თანამშრომლები 5 პედაგოგის გათავისუფლებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მათ ადგილზე „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაინიშნენ. მათი გათავისუფლება და დანიშვნა კი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ახალმა ხელმძღვანელმა უზრუნველყო. თანამშრომელთა თქმით, პედაგოგებისთვის გათავისუფლების მიზეზი ლელა ოქრომელიძეს ამ დრომდე არ აუხსნია.

აქციის მონაწილეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ მომდევნო დღეებში სასწავლო პროცესს ჩაშლია ... »»»
>>>
სოფელი ხერთვისი შესაძლოა დაიტბოროს
სოფელი ხერთვისი შესაძლოა დაიტბოროს
17.09.2014
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელი ხერთვისი შესაძლოა დაიტბოროს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ „ფარვანი ჰესის“ მშენებლობის შემდეგ მტკვრისა და ფარავნის შესართავთან არსებული მონაკვეთი მოსახლეობისთვის საფრთხეს შეიცავს. მას შემდეგ, რაც მდინარე ფარავანს ჰესის ამოქმედებისთვის გამოიყენებენ, წყლის დიდი ნაკადი მტკვარს დაემატება, რაც დატბორვის საშიშროებას გაზრდის. ბუნებრივი წინაღობა, მდინარე ფარავნის სახით, მტკვარს წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევს და მდინარე მიმართულებას მთელი ძალით ახლადგაკეთებული ჯებირისკენ აიღებს.

აღნიშნული ჯებირი ადილობრივების მოთხოვნის შემდეგ კომპანია „ჯორჯიან ურბან ენერჯიმ“ გააკეთა. თუმცა ხერთვისის მკვიდრები განმარტავენ, რომ ჯებირი მყარი არ არის და დატბორვის საშიშროება ისევ არსებობს. მაცხოვრებლები იმასაც ირწმუნებიან, რომ ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება პროექტის პირველად ვარიანტში გათვალისწინებული იყო, თუმცა შემდეგ ამოიღეს.

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის თქმით, გამგეობის თხოვნის შემდეგ ნაპირსამაგრი სამუშაოების მშენებლობა კომპანიამ საკუთარი ხარჯებით უზრუნველყო. გიორგი თეგეტაშვილი ირწმუნება, რომ ... »»»
>>>
კინოექსპრესი „სომხეთი-საქართველო“
კინოექსპრესი „სომხეთი-საქართველო“
11.09.2014
კინოექსპრესი „სომხეთი-საქართველო“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც თბილისისა და ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალების ეგიდით ხორციელდება სომხეთსა და საქართველოში. პროექტი გულისხმობს ექვსი უახლესი სომხური და ქართული ფილმის ჩვენებას სამცხე-ჯავახეთში და ჩრდილოეთ სომხეთში, შირაქისა და ლორის რეგიონებში.

სეანსების შემდეგ მაყურებელი შეხვდება შემოქმედებითი ჯგუფების წევრებს და კინომცოდნეებს. ქართული კინოპროგრამა მოიცავს სამ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს, ესენია: „გაიღიმეთ!“, „მანდარინები“ და „პატარძლები“. პროექტის ხემძღვანელები ამბობენ, რომ მათიმიზანია კინოხელოვნება გამოყენებულ იქნეს, როგორც ეფექტური და მძლავრი საშუალება ინტერკულტურული დიალოგისთვის, კეთილმეზობლური ურთიერთობის განმტკიცებისა და ორი ქვეყნის დაახლოებისთვის. მათივე განმარტებით, პროექტის მეშვეობით რეგიონის მოსახლეობას, მაღალი ხარისხის კულტურული პროდუქცია მიეწოდება, რომელიც აქტიურად არ არის ჩართული ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში. „კინოექპრესის“ პრეზენტაცია ივლისში ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. 5-6 სექტემბერს ის გიუმრისა და ამასიას ეწვია, ხოლო შემდეგ საქართველოში გადმოინაცვლა. „კინოექპრესს“ ნინოწმინდამ და ახალქალაქ ... »»»
>>>
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
10.09.2014
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, რეგიონული განვითარების სააგენტოების ასოციაციასა და სამცხე–ჯავახეთის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. როგორც რეგიონული განვითარების სააგენტოს ასოციაციის დირექტორი განმარტავს, შეხვედრაზე გამგებლებს სამომავლო გეგმები გააცნოდა და მუნიციპალური განვითარების გეგმის დამუშავებაზე ესაუბრა. ნანა ზუბაშვილის თქმით ბიუჯეტირებამდე ყველა მუნიციპალიტეტში სამოქმედო გეგმა უნდა მომზადდეს , რომელშიც ასახული იქნება განსახორციელებელი პროექტები, რათა მან დონორ ორგანიზაციებს წარუდგინოს. ზუბაშვილი მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტებს მოტივაცია აკლიათ, რათა სააგენტო გამოიყენონ, როგორც მათი პარტნიორი ორგანიზაცია. სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრას, რეგიონის გუბერნატორიც დაესწრო. აკაკი მაჭუტაძის თქმით, მუნიციპალიტეტები დახმარებას კომპეტენტური სააგენტოსგან ელოდებიან. რეგიონული განვითარების სააგენტოების ასოციაციია მუნიციპალიტეტის პირველ პირებთან და თვითმართველი ქალაქის მერთან სამუშაო შეხვედრებს მომავალშიც გამარტთავს. ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფები, რომლებიც სოფლის სოციალურ–ეკონომიკური პასპორტები ... »»»
>>>
დღის მოვლენები. 25 აგვისტო
დღის მოვლენები. 25 აგვისტო
26.08.2014
25 აგვისტოს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა. შედეგების მიხედვით, 26 377 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი, ხოლო სასწავლო გრანტი 6 000-ზე მეტმა სტუდენტმა მოიპოვა. „წელს სტუდენტი გახდა 26 377 აბიტურიენტი, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას ღებულობდა 35 500-მდე აბიტურიენტი. უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები ადგილების რაოდენობა კი 40 000-ს აჭარბებდა. დაახლოებით 9 000-ია იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებიც გამოეთიშნენ კონკურსს და ვერ მიიღეს ჩარიცხვაში მონაწილეობა. ძირითადი მიზეზი, ბუნებრივია, გახლავთ ის, რომ ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მათ მიერ არჩეულ გამოცდაში და იმ სავალდებულო სამ გამოცდაში, რომელიც არის დადგენილი. სახელმწიფო გრანტი კი 6 000-ზე მეტმა სტუდენტმა მოიპოვა", -25 აგვისტოს განაცხადა ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2014 წლის 1 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით შეიარაღებულ ძალებში იწვევს 18-დან 35- წლამდე მოქალაქეებს და მათ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას სთავაზობს. როგორც უწყებაში განმარტავენ, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 4-წლიანი კონტრაქტით მიიღებიან წვევამდელები და ის ახალგაზრდები ... »»»
>>>
მითხარი ვინ არის შენი მეგობარი...?
მითხარი ვინ არის შენი მეგობარი...?
20.08.2014
18-19 აგვისტოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ ოკუპირებულ, და შემდგომ მკვიდრი მოსახლეობისგან დაცლილ ნახიჯევანში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების ორმხრივი და სამხრივი შეხვედრები გაიმართა. პატივცემულ მკითხველს, უცვლელად გთავაზობთ იმ მშრალ, ოფიციალურ ინფორმაციას, რაც აღნიშნულ შეხვედრებთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა.

„სამმხრივ შეხვედრას უკვე დიდი ხანია ვამზადებთ. შარშანაც ამ ინიციატივით ქართული მხარე გამოვიდა. ეს იქნება აზერბაიჯანში სამი მინისტრის პირველი ფორმალური შეხვედრა. მთლიანად ეს შეხვედრები და შემდეგ უკვე შესაბამისად გაფორმებული შეთანხმება მიეძღვნება იმ დაგეგმარებას, რომელსაც სამი ქვეყანა და შეიარაღებული ძალები შეუდგება, თუ როგორ უნდა მოხდეს კრიტიკულ ვითარებებში ჩვენი საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დაცვა, ჩვენი ნავთობსადენების, გაზსადენების, რკინიგზის კომუნიკაციების დაცვა იმ შემთხვევაში, თუკი მოხდება სამხედრო ესკალაცია. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მიმართული უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხის დარეგულირებაზე. არავის საწინააღმდეგო ნაბიჯი ეს არ არის. პირიქით, ამგვარი შეთანხმებები კ ... »»»
>>>
საქართველოში რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაცია განხილულ იქნა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში
საქართველოში რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაცია განხილულ იქნა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში
29.07.2014
2014 წლის 7-14 ივლისს ლევონ ისახანიანმა, ამიერკავკასიის რომის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის, სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის ეპარქიის, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიისა და ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის სახელით, მონაწილეობა მიიღო გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომებში, ჟენევაში, შვეიცარიაში. კომიტეტის 111-ე სესიაზე განიხილებოდა საქართველოს ანგარიში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის განხორციელების თაობაზე (ხელმისაწვდომია გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ვებგვერდზე: http://tbinternet.ohchr.org/_layouts/treatybodyexternal/Download.aspx?symbolno=CCPR%2fC%2fGEO%2f4&Lang=en). ლევონ ისახანიანმა კომიტეტის წევრებს წარუდგინა ინფორმაცია საქართველოში რელიგიური უმცირესობების მდგომარეობის და მათი დისკრიმინაციის კონკრეტული ფაქტების შესახებ, რომელიც არ იყო შეტანილი სახელმწიფოს მიერ წარდგენილ ანგარიშში (დააჭირეთ ვიდეოჩანაწერის სანახავად http://www.youtube.com/watch?v=rJW-zresXLU&list=UUnYQ_RWaAObGP4VrKu_BLVQ).
კომიტეტის წევრებს წარედგინათ საქართველოში რელიგიური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციის შესახებ დეტალური ანგარიში (ხელმისაწვდომია გაეროს ადამიან ... »»»
>>>
« 1 2 ... 5 6 7 8 9 ... 29 30 »