ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ,,ბოლივუდი" ფილმს იღებს. ახლადგახსნილი ობიექტი გადასაღებ მოედნად, სწორედ ფილმის შინაარსის გამო იქცა. ,,სხვა სამყარო" შუა საუკუნეებს ასახავს. მხატვრული ფილმის გადაღება საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მიმდინარეობს. ,,სხვა სამყაროს" რეჟისორი სელმან რადავანია. ფილმში მთავარ როლს ბოლივუდელი მსახიობი ასრულებს. მასობრივ სცენებში მონაწილეობას მიიღებს 150–მდე ახალციხელიც, რომლებიც გადამღებმა ჯგუფმა ქასთინგის საფუძველზე შეარჩია.
...
»»»