თბილისის მთელი რიგი სომხური არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ჩვენი სირიელი სომეხი ძმებისა და დებისთვის დახმარების აღმოჩენის ყოველთა სომეხთა უზენაესი პატრიარქისა და კათოლიკოსის გარეგინ მეორის მოწოდებას, მოაწყვეს სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიდან შემოსული თანხა უნდა გამოყენებულიქნეს სირიელი სომხებისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით. საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს ასევე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩომ, საქართველოში სომეხთა ეპარქიის «ჰაიარტუნ» კულტურის ცენტრმა, დავთიანების თოჯინების კულტურის სახლმა, ელექტრონულმა ჟურნალმა «Armenian Art Hall», «საქართველოს სომხური სათვისტომო» არასამთავრობო ორგანიზაციამ, პანსომხური თამაშების საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს ფილიალმა, ეპარქიის სულიერმა დასმა, ბიზნესმენებმა, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეებმა, თბილისის სომხური სათვისტომოს წევრებმა.
შემოწირული თანხა - 5000 ამერიკული დოლარი, საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევითა და შუამდგომლობით, გადაერიცხა მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიაწინს.
მთავარმა საკათედრო წმიდა ეჯმიაწინმა 200 ათასი
...
»»»