„საქართველოს სომეხთა სათვისტომო"-ს საინფორმაციო ცენტრ „მიუთიუნ"-ის კითხვებზე პასუხობს სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰოვჰანნეს მანუკიანი.
სომხეთისა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან 22 წელი გავიდა. როგორ შეაფასებდით ამ 22 წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს? ურთიერთობების რა სფეროებში აღინიშნება ყველაზე დადებითი მაჩვენებლები, რომლებში– სირთულეები, და რით არის განპირობებული ამ სირთულეების არსებობა?
- როდესაც განვიხილავთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ურთიერთობებს არასოდეს გადაუხვევია კეთილმეზობლური და ურთიერთთანამშრომლობის გზიდან.
ჩვენს ურთიერთობებიში პრიორიტეტი ეკონომიკურ თანამშრომლობას მიენიჭა. თანამშრომლობის ტრადიციული სფეროებია ასევე ენერგეტიკა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, სოფლის პროდუქტის მრეწველობა, სამშენებლო მასალების წარმოება, სამთო წარმოება. ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებულად ვითარდება ტურიზმის სფერო.
რაც შეეხება სირთულეებს, მათ გადასაწყვეტად მუშაობაა საჭირო. ჩვენს ქვეყნებს შორის არ არსებობს ისეთი საკითხები, რომლი
...
»»»