სახელმწიფო ენის ნორმების დარღვევისათვის შესაძლოა სანქციები დაწესდეს. იდეას კანონპროექტის სახე აქვს და მასზე პარლამენტი ახლო მომავალში იმსჯელებს. იმ შემთხვევაში თუ კანონი ძალაში შევა საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებული იქნება სახელმწიფო ენას დაეუფლოს. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთაც განათლება ქათულ ენაზე არ აქვთ მიღებული, სპეციალური გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. ცვლილება საჯარო მოხელეებსაც შეეხებათ. ენის ნორმების დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეებზე სანქციები დაწესდება. დანაშაულის გამეორების ჩადენისას კი ჯარიმა გაორმაგდება.
„თუ ნებით არ ისწავლი რაღაცამ მაინც უნდა დაგავალდებულოს რომ სახელმწიფო ენა იცოდე" –ასე შეაფასა სვეტა არუთუნიანი, ახალციხის მესამე საჯარო სკოლის დირექტორმა ახალი კანონპროექტი „სახელმწიფო ენის შესახებ" და აღნიშნა, რომ ქართული ენის ცოდნა ყველა მოქალაქის ვალდებულებაა. მსგავსად ფიქრობენ ახალცხის მუნიციპალიტეტში მომუშავე ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები. გამგებლის მოადგილის, აშოტ მანასიანის აზრით, ეს ყველა მოქალაქის პასუხისმგებლობაა, თუმცა იმ აზრს, რომ ენის ნორმების დარღვევისათვის მოქალაქე შეიძლება დაჯარიმდეს არ ეთანხმება. მისი თქმი
...
»»»