6 აპრილს დილით ქ.თბილისის სომხურ ეკლესია წმ. ეჯმიაწინში სირიის ომში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის სულთა მოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინა. იმავე დღეს საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. მანიფესტაციის დროს წაკითხულ იქნა საქართველოში მოქმედი სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი მიმართვა გაეროს გენერალური მდივნის სახელზე, სადაც ხელმომწერნი გაეროს თხოვნით მიმართავენ უზრუნველყონ სირიის მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება და ასევე შესაბამესი შესწავლის შემდეგ დაგმონ თურქეთის რესპუბლიკის ქმედებები და საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად მისი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენონ.
გაეროს წარმომადგენლობასთან გამართული აქციის დასრულების შემდეგ გაიმართა მსვლელობა თურქეთის საელჩოს მიმართულებით, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის წინ გამართული საპროტესტო აქციით დასრულდა. თურქეთის საელჩოსთან გამართული აქციის მსვლელობისას ძირითადი ლოზუნგები იყო: „თურქეთი–კრიმინალი“, „ხელები შორს ქესაბისგან“, „თურქეთი–მკვლელი“ და სხვა.
საპროტესტო აქციებში დაახხლოებით 250 კაცი მონაწილეობდა.
პატივცემულ მკითხველს წარმოგიდგენთ გაეროს გენერალური მდივნის სახელზე საქართველოს სომხუ
...
»»»