(14 აპრილი, 1915წ. გაზეთი „სახალხო ფურცელი“ №257) ახალგაზდა ოსმალოების ოცნება.ახალგაზდა ოსმალოების გაზეთი „ტანინი“ სწერს: ოსმალეთი თავს არ გაანებებს ომს, ვიდრე რუსეთის სიძლიერე არ იქნება შემუსვრილი და რუსეთის და ოსმალეთის საზღვრად არ დაიდება კავკასიის ქედი.
(11 ივნისი, 1915წ. გაზეთი „სახალხო ფურცელი“ №304) სტამბოლიდან ჩამოსულნი ამბობენ, რომ სტამბოლში მდგომაეობა თანდათან გამწვავდა და კრიტიკულია. ჩამოახრჩვეს 23 სომეხი, რომელიც ამა წინად შეიპყრეს, მათ შორის ოსმალეთის პარლამენტის დეპუტატი ზოგრაბ–ბეიც იმყოფებოდა.
სტამბოლში სომხების დევნა გრძელდება. აუარებელი დატყვევებულია 20 სომეხი მამაკაცი და სამი ქალი სასიკვდილოთაა მისჯილი. ბურლასა და აივალში ქრისტიანებს აგრედვე ყოველდღე სდევნიან.
(23 ივლისი, 1915წ. გაზეთი „სახალხო ფურცელი“ №339) 20 ივლისი. სტამბოლში სომხების დევნამ სისტემატიური ჟლეტის ხასიათი მიიღო. განდავნა, დასჯა და საპყრობილეებში დამწყვდევა – ჩვეულებრივი მოვლენაა. სომხებს ძალ–დატანებით მრავლად აღიარებინებენ ისლამს.
(29 ივლისი, 1915წ. გაზეთი „სახალხო ფურცელი“ №344) ხუთი დღის განმავლობაში სომხებს ჟლეტდნენ ქურთები. დახოცილია 10,000 სომეხი.
...
»»»