ამ დღეებში საქართველოს პარლამენტი საარჩევნო კოდექსში ცვილებების შეტანის საკითხზე მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა კოალიციამ პირობა გასცა -2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩაატაროს, 2016 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის საკანონმდებლო ბაზას დეპუტატები -მაორიტარული და პროპორციული პრინციპით არჩევნების ჩატარებისთვის ამზადებენ.
საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის მიზეზი -საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა. სასამართლოს მიერ, რამდენიმე თვის წინ მიღებული დადგენილების თანახმად ქვეყნის საარჩევნო კოდექსის დღევანდელი რედაქცია კონსტიტუციის ძირითად პრინციპს ეწინააღმდეგება. საუბარი -მაჟორიტარული წესით დეპუტატების არჩევას ეხება.
ცნობილია, რომ მოსახლეობის რაოდენობის თვალსაზრისით ქვეყნის რეგიონები ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდებიან. მოსახლეობის უმრავლესობა -ქალაქებში ცხოვრობს. თუმცა, დადგენილი ადმინისტრაციული საზღვრების თანახმად ყველა მუნიციპალიტეტი დღეს თითო მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. გამოდის, რომ ერთ მაჟორიტარს ირჩევს მუნიციპალიტეტი მოსახლეობით, მაგალითად 250 000 ამომრჩეველი და სხვა მუნიციპალიტეტი 10 000 ამომრჩევლით. საკო
...
»»»