იძულებით გადაადგილებულ 26 ოჯახს ახალციხეში დევნილთა და განსახლების მინისტრმა და ახალციხის მერიის პირველმა პირებმა ბინის გასაღები გადასცეს. მათი უმეტესობა ნაქირავებ ბინებში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა. სამინისტრომ დევნილებისთვის რუსთაველის 113 ნომერში მდებარე კორპუსი გაარემონტა. რეაბილიტირებულ შენობაში სულ 66 ბინაა, აქედან 13 - ერთოთახიანია, 35 - ოროთახიანი და 18 - სამოთახიანი.
ბინების გადაცემამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა შორის კენჭისყრა ჩატარდა, რომლის მეშვეობითაც გამოვლინდა, ვინ რამდენოთახიან ბინას და რომელ სართულზე მიიღებდა. ახალმოსახლეებს შორის ვერ მოხვდა ახალციხეში რეგისტრირებული 40–მდე ოჯახი, რამაც უბინაოდ დარჩენილთა უკმაყოფილება გამოიწვია.
ცენტრალურ უწყებაში განმარტავენ, რომ ახალციხეში იძულებით გადაადგილებულ პირთათვისთვის კიდევ 30–მდე ბინაა განსაზღვრული. სპეციალური კომისია საცხოვრებელი ფართის დევნილებისათვის გადაცემის საკითხზე, ოჯახთა საჭიროებების მიხედვით იმსჯელებს.
რუსთაველის №113–ში მდებარე კორპუსის რეაბილიტაცია 2014 წლის აპრილის თვეში დაიწყო. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „სენმა“ განახორციელა. პროექტი
...
»»»