სოფელ არლის ტერიტორიაზე 150–მდე ადამიანი საპროტესტო აქციას მართავს. მომსახურე პერსონალის უკმაყოფილების მიზეზი, კომპანია BP–ის ქვეკონტრაქტორი კომპანია "ბეხტელ & ენკა"–ს მიერ სამუშაო საათების შემცირება გახდა. აქციის წევრები აცხადებენ, რომ ერთი საათის შემცირებამ, დაახლოებით, 200 ლარის სხვაობა გამოიწვია.
"აქამდე თუ 600 ლარს ვიღებდით, ახლა 400 ლარი ავიღეთ. ოჯახებს ვეღარ ვარჩენთ" – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მათი თქმით, კომპანიის წარმომადგენლებმა, აქციის ლიდერების სიის შედგენა და ხელმძღვანელობასთან მათი შეხვედრა ითხოვეს. 30 კაციანი სიის შეგზავნის შემდეგ, კომპანიამ განუცხადა, რომ მათ კონტრაქტი დაუმთავრდათ და ობიექტზე მუშაობას აღარ გააგრძელებენ. დანარჩენებს კი განუცხადეს, რომ საათები შეუმცირდათ და მოინდომებენ თუ არა სამუშაოდ დარჩნას, ეს მათი გადასაწყვეტია.
აღნიშნულმა გაფიცულების უკმაყოფილება გამოიწვია. მათი გადაწყვეტილებით, სამუშაოებს არცერთი მათგანი დაუბრუნდება. მუშებმა ხელმძღვანელობას სამსახურში მისასვლელი გზა გადაუკეტეს.
სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტს კომპანია BP ხელმძღვანელობს. ამ დროისათვის საცხოვრებლების მშენებლობა მიმ
...
»»»