• ახალი მთავრობა, ძველი პროგრამა
    ახალი მთავრობა, ძველი პროგრამა
    26 ნოემბერს ქვეყნის ახლადარჩეულმა პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას გამოუცხადა ნდობა. ქვეყანას ახალი მთავრობა ჰყავს. როგორც ცნობილია -მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებამდე პარლამენტი წარდგენილ „სამთავრობო პროგრამას“ განიხილავს. ანუ -განიხილავს იმ გეგმას, რომლითაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში უნდა იხელმძღვანელოს მთავრობა.

    პატივცემული მკითხველის ყურადღებას წარმვუდგენთ 2016-20წწ სამთავრობო პროგრამის იმ მონაკვეთს, რომელიც ეროვნული უმცირესობების მიმართ ხელისუფლების ხედვა-გეგმას ასახავს.

    „...ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და რეალიზების უზრუნველსაყოფად განხორციელდება სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა. საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, ექნება შესაძლებლობა, სრულფასოვნად ჩაერთოს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, პოლიტიკურ და სამოქალაქო პროცესებში.

    განსაკუთრებით პრიორიტეტული იქნება სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება, შესაბამისად, გაიზრდება სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამების ეფექტიანობა, გაფართოვდება წვდომა სახელმწიფო ენი...
  • მეცხრე მოწვევის საქართველოს პარლამენტს
    მეცხრე მოწვევის საქართველოს პარლამენტს
    ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, მეცხრე მოწვევის პარლამენტის 150 დეპუტატმა კი უკვე დადო ფიცი კეთილსინდისიერად შეასრულონ საქართველოს ხალხის ნდობის გამოჩენის შედეგად დაკისრებული მოვალეობები, დაიცვან ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგი.

    საქართველოს კონსტიტუცია -სახელმწიფოს უზენაესი კანონია, რომელიც დეკლარირებს და გარანტირებს ქვეყნის მოქალაქეების, მიუხედავად მათი ეროვნების, რასისა და კულტურული კუთვნილობისა, სოციალურ და პოლიტიკურ თანასწორუფლებიანობის რეალიზებას. ქვეყნის კონსტიტუცია -გარანტია სახელმწიფოში აღმსარებლობის თავისუფლებისა და პირადი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში თვითგამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის.

    მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სახელმწიფოს უკვე 25 წელი შეუსრულდა, სამწუხაროდ, მრავალრიცხოვანი საკითხი, დაკავშირებული ქვეყნის მოქალაქეების -სხვადასხვა ეროვნული ჯგუფების სოციალურ–პოლიტიკურ სრულყოფილ ჩართულობასთან, ინტეგრაციასთან, დაკავშირებული სხვადასხვა ჯგუფებს შორის ჭეშმარიტ თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფასთან, ქვეყნის რეგიონებისა და სხვა სუბიექტების თანასწორუფლებიანობის საკითხები, ჯერ კიდევ გადაუჭრელ საკითხებს შორისაა და აუცი...
  • წაერთმევა თუ არა ვაჩიანის სკოლის საბჭოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება?
    წაერთმევა თუ არა ვაჩიანის სკოლის საბჭოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება?
    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მთელი ქვეყნის მასშტაბით 10 ივნისამდე საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები უნდა გაიმართოს. სამეურვეო საბჭო, არსებული კანონმდებლობის თანახმად -ის ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია აირჩიოს სკოლის დირექტორი.

    „სამეურვეო საბჭო კონკურსგავლილი დირექტორობის კანდიდატებიდან ირჩევს დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე“ (საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“, 2 პუნქტი, მუხლი 42).

    თუმცა, როგორც ირკვევა, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს ისეთი სასწავლო დაწესებულებები, სადაც კანონი სრული ძალით ვერ ფუნქციონირებს.

    რამდენიმე დღის წინ ინტერნეტ-გამოცემა Jnews-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „სოფელ ვაჩიანის სკოლა ახალ დირექტორს ირჩევს“. სტატიაში სოფელ ვაჩიანში მდებარე სკოლის ახალი დირექტორის დანიშვნაზეა საუბარი. თითქოს და ჩვეულებრივი ამბავი... მაგრამ, რეგიონის რეალობა ოდნავ განსხვავდება კანონით დადგენილი წესისგან.

    აღნიშნულ სტატიაში მოყვანილია ადგილობრივი რესურს ცენტრის ხელმძღვანელის,...
  • ელჩი იური ვარდანიანი სამცხე–ჯავახეთს ეწვევა
    ელჩი იური ვარდანიანი სამცხე–ჯავახეთს ეწვევა
    საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩო სრულად ინფორმირებულია 23-24
    აპრილს, ახალციხეში ქართველ და სომეხ ახალგაზრდებს შორის მომხდარი
    შელაპარაკებისა და მას მოყოლილ ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლების მიერ
    განხორციელებული ქმედებების შესახებ.

    მომხდარი ინციდენტის სრული სურათის გასარკვევად საქართველოში სომხეთის
    რესპუბლიკის საელჩომ შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა.

    პრობლემის დროული გადაჭრის და აუცილებელი ნაბიჯების გადადგმის მიზნით
    საელჩო ასევე კავშირი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან
    დაამყარა. ამ დროისთვის ინციდენტში მონაწილე არც ერთი ახალგაზრდა
    დაკავებული არ არის.

    უახლოეს დროს საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი იური ვარდანიანი
    სამცხე–ჯავახეთს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს როგორც სომეხი
    მოსახლეობის წარმომადგენლებთან ასევე ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
  • დეპუტატ პეტროსიანის მოწოდება საქართველოს აღიაროს სომეხთა გენოციდი
    დეპუტატ პეტროსიანის მოწოდება საქართველოს აღიაროს სომეხთა გენოციდი
    13 აპრილს, საქართველოს პარლამენტში დეპუტატ სამველ პეტროსიანმა 1915-23წწ სომეხთა გენოციდის ფაქტის აღიარებისა და დაგმობის მოთხოვნით წარსდგა. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის საპასუხო კომენტარი მიგვანიშნებს იმაზე, რომ სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხს, საქართველოში, აშკარად სხვა კონტექსტში განიხილავენ. პატივცემულ მკითხველს 13 აპრილს, პარლამენტში, პლენარული სხდომის დროს გაჟღერებულ განცხადებების სინქრონს წარვუდგენთ.

    სამველ პეტროსიანი (დეპუტატი, პარტია „ერთიანი ეროვნული მოძრაობა“).

    ძვირფასო კოლეგებო,

    საქართველო წარმოადგენს მრავალეროვან სახელმწიფოს და ყველანი ჩვენ ვართ ერთი და იმავე ქვეყნის შვილები. უნდა ვიცხოვროთ ერთიან და მშვიდობიან საქართველოში. ამიტომ უნდა ავღადგინოთ ისტორიული სამართლიანობა, ის რაც 100 წლის წინ მოხდა ოსმალეთის იმპერიაში, მხედველობაში მაქვს სომეხი ერის გენოციდი.

    ეს არის სომეხი ერის უდიდესი ტრავმა. გენოციდი აღიარებულია უამრავი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოების მიერ. (ხმაური დარბაზში. ხმაურის სავარაუდო წყარო -დეპუტატი აზერ სულეიმანოვი -რედ.).

    ჩვენც, როგორც დემოკრატიულმა ქვეყანამ უნდა ვაღ...
  • ქალაქ ახალციხის ახალი გერბი და დროშა დამტკიცდა
    ქალაქ ახალციხის ახალი გერბი და დროშა დამტკიცდა
    ქალაქ ახალციხის სიმბოლოები დამტკიცდა. საკრებულოს დეპუტატებმა განსახილველად გატანილ საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირეს. ახალი გერბისა და დროშის ავტორი სამხატვრო სკოლის დირექტორი ნანა ნათენაძეა. ჰერალდიკის საბჭომ უპირატესობა სწორედ მის ნამუშევარს მიანიჭა და პროექტის საბოლოო დახვეწაში დაეხმარა.

    „უკან მწვანე ველზე გამოსახულია ახალციხის ციხე. წინ არის ლომი, რომელიც სიძლიერის სიმბოლოა. მას ხელთ უპყრია ოქროს გასაღები. ამ გასაღებსაც თავისი დატვირთვა აქვს. არის მეწამული ფერის ჯვარი. ზუსტად ასეთი ჯვარი არის ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, ქვაზე ამოტვიფრული. ეს ჯვარი ავიღე იქიდან“ – აცხადებს ქალაქის ახალი სიმბოლოების ავტორი.

    შეგახსენებთ, რომ ქალაქის ჰერალდიკის კომისიამ, სიმბოლოების შესარჩევად კონკურსი სამჯერ გამოაცხადა. იმის გამო, რომ წარმოდგენილმა ესკიზებმა შესაბამისი კრიტერიუმები ვერ დააკამყოფილა, პირველი ორი კონკურსი ჩაიშალა.

    ოთარ დანელიამ ახალციხეში სამინისტროს ლაბორატორია და სეს–ის რეგიონული სამმართველო დაათვალიერა
    ოთარ დანელიამ ახალციხეში სამინისტროს ლაბორატორია და სეს–ის რეგიონული სამმართველო დაათვალიერა
    სოფლის მეურნეობის მინისტრი, სამცხე–ჯავახეთში ვიზიტის ფარგლებში, ახალციხეში სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ სამმართველოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას ესტუმრა. ოთარ დანელიამ ობიექტები დაათვალიერა და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

    სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი 2014 წელს გარემონტდა, კეთილმოეწყო ეზო, აშენდა ვაქცინების შესანახი სამაცივრე საწყობი, ავტოპარკს დაემატა 5 ახალი ავტომანქანა და 4 სპეცავტომობილი სამაცივრე დანადგარით.

    რაც შეეხება ლაბორატორიას, დაწესებულება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბაზაზე 2014 წლიდან ფუნქციონირებს. იგი რეგიონულ დონეზე ლაბორატორიული კვლევების სპექტრის გაფართოებაზე, ახალი მეთოდების ვალიდაციაზე და აკრედიტაციის სფეროში დამატებაზე ინტენსიურად მუშაობს.

    ლაბორატორიაში დაინერგა სურსათისა და წყლის მიკრობიოლოგიური და ქიმიური კვლევები, ხორციელდება ცხოველთა დაავადებების პირველადი და დამადასტურებელი დიაგნოსტიკა.

    2015 წელს გამოკვლეული ნიმუშების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით 345%-ით გაიზარდა. ამავე წლის იანვრიდან ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ ISO 17025 საერთაშორისო აკრედიტაცია მიი...
მინაძე–ჭაჭარაქში ნათესებს ვეღარ რწყავენ
მინაძე–ჭაჭარაქში ნათესებს ვეღარ რწყავენ
23.07.2015
მინაძე-ჭაჭარაქის მაცხოვრებლებს სატუმბი სადგურის უფროსმა თანხის წინასწარ გადახდის გარეშე სარწყავი წყლით სარგებლობის უფლება აღარ მისცა. ფერმერების თქმით, ამ დრომდე შესაბამის ანაზღაურებას, მხოლოდ ნათესების მორწყვის შემდეგ იხდიდნენ. ადგილობრივები იმასაც აღნიშნავენ, რომ ხშირ შემთხვევაში თანხას სატუმბი სადგურის უფროსს მოგვიანებით, ნაწილ-ნაწილ აძლევდნენ, რადგან გადასახადი მაღალია და გლეხს მისი ერთდროულად გასტუმრება უჭირს. ფერმერები ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

„მორწყვის ღირებულების გადახდასთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან პრობლემა არასდროს მქონია – აცხადებს მინაძის წყლის სატუმბი სადგურის უფროსი. არამ ელბაქიანი იმასაც აღნიშნავს, რომ ორი დღის წინ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლისგან დავალება მიიღო, თანხის წინასწარ გადახდის გარეშე სარწყავი წყალი არავის მისცეს.

„ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან ბრძანებას ვერ მიიღებდნენ, რადგან მსგავსი დირექტივა მელიორაციის სამსახურმა უნდა გასცეს“ – აცხადებს ახალციხის მელიორაციის სამსახურის დირექტორი. ჯემალ გიორგაძე ირწმუნება, რომ წყლით სარგებლობის უფლება მას ყველა ფერმერისთვის არ აუკრძალავს. არამ ელბაქიანს მან პი ... »»»
>>>
სამი დღე და სამი გადამდგარი მაღალი რანგის ჩინოვნიკი ახალციხის და რეგიონის მმართველ სტრუქტურებში
სამი დღე და სამი გადამდგარი მაღალი რანგის ჩინოვნიკი ახალციხის და რეგიონის მმართველ სტრუქტურებში
17.07.2015
13 ივლისი:

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ავთანდილ კაჭკაჭაშვილი დაკავებული პოსტი დატოვა. ამასთან ერთად მან განცხადება დაწერა „ქართული ოცნების“ ადიგენის რაიონული ორგანიზაციის თამჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზეც. იგი პოსტების დატოვების მიზეზად, თბილისიდან ახალ შემოთავაზებებს ასახელებს. ავთანდილ კაჭკაჭაშვილი სხვა დეტალებს არ აკონკრეტებს. ავთანდილ კაჭკაჭაშვილმა სატელეფონო საუბარში განმარტავს, რომ თანამდებობებიდან წასვლით კოალიცია „ქართული ოცნება” არ დაუტოვებია. მოადგილის გადადგომაზე მცირე კომენტარი გააკეთა მხარის გუბერნატორმა. აკაკი მაჭუტაძე, კაჭკაჭაშვილის მოადგილის პოსტზე მუშაობას დადებითად აფასებს, თუმცა მისი წასვლის მიზეზებზე არ საუბრობს. ავთანდილ კაჭკაჭაშვილის თანამდებობიდან წასვლას აფასებს ადიგენის „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი და საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე. ლევან ლობჯანიძისთვის კაჭკაჭაშვილის მიერ თანამდებობის დატოვება მოულოდნელი იყო, თუმცა გასაკვირი არა. ლობჯანიძე ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან მისი იმპიჩმენტის წესით გადაყენებას, სწორედ კაჭკაჭაშვილს უკავშირებს. ავთანდილ კაჭკაჭაშვილი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგ ... »»»
>>>
სამცხე–ჯავახეთი ციფრულ მაუწყებლობაზე 18 აგვისტოს გადავა
სამცხე–ჯავახეთი ციფრულ მაუწყებლობაზე 18 აგვისტოს გადავა
24.06.2015
საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე პირველი ივლისიდან გადადის. მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები დედაქალაქის შემდეგ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ეტაპობრივად, ექვსი კვირის განმავლობაში გაითიშება. გრაფიკის მიხედვით, ახალ მაუწყებლობაზე სამცხე–ჯავახეთი 18 აგვისტოს გადავა.

ანალოგიური სატელევიზო გადამცემი სადგურების გათიშვა რეგიონებში 9 ივლისს გორიდან დაიწყება და 25 აგვისტოს ბოლნისში, ყაზბეგსა და მესტიაში დასრულდება.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის რეფორმა მოსახლეობის იმ კატეგორიას ეხება, რომელიც მაუწყებლობას, ღია ეთერით ე.წ. სახლის სახურავზე დამონტაჟებული ანტენით იღებს და მის ტელევიზორს DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერა არ აქვს. საზოგადოების ამ ნაწილს ციფრულ ფორმატში ღია სიგნალის მისაღებად სპეციალური მოწყობილობა - სეტ-ტოპ-ბოქსი დასჭირდება, რომელიც ძველ ტელევიზორებსაც უერთდება. ულტრათანამედროვე ტელევიზორებს ციფრული სიგნალის მისაღებად სპეციალური მოწყობილობა უკვე ჩამონტაჟებული აქვს.

ციფრულ მაუწყებლობაზე, საქართველო 17 ივნისს უნდა გადასულიყო, თუმცა თბილისში მომხდარი სტიქიის გამო პროცესი ორი კვირით ... »»»
>>>
საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების მორიგი დახმარება დაზარალებულებს
საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების მორიგი დახმარება დაზარალებულებს
17.06.2015
საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების აქტივისტებმა მოაწყვეს მორიგი დახმარება დაზარალებულთათვის. განყოფილების აქტივისტები, 16 ივნისს, ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების სამუშაოთა კოორდინატორ ნინა სეროპოვასთან ერთად გამოცხადდნენ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში და ეპარქიისა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის სახელით გადასცეს დახმარება - კვების პროდუქტები, სხვადასხვა სახის მარცვლეული, პირადი ჰიგიენის საშუალებები, ტანსაცმელი. საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილება აგრძელებს მონაწილეობას საქველმოქმედო აქციაში.
>>>
საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდა მოხალისეებმა მონაწილეობა მიიღეს ქალაქის გაწმენდით სამუშაოებში
საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდა მოხალისეებმა მონაწილეობა მიიღეს ქალაქის გაწმენდით სამუშაოებში
17.06.2015
საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრის ხელმძღვანელ ლევონ ჩიდილიანის და ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების დირექტორ ვალერი ბადალიანის ინიციატივით, თბილისელი ახალგაზრდების შემადგენლობით მოხალისეთა რაზმმა, 2015 წლის 15 ივნისს, მონაწილეობა მიიღო ბუნებრივი სტიქიის შედეგებისაგან ქალაქის დასუფთავების სამუშაოებში.

დილით რაზმმა თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში მონაწილეობა მიიღო დაღუპულთა სულების სიმშვიდისათვის გამართულ პანაშვიდში, რომელიც აღავლინეს მღვდლებმა სამველ თოროსიანმა და ნარეკ ღუშჩიანმა. შემდეგ მოხალისეები, შეიარაღებული ნიჩბებითა და სხვა საჭირო ინვენტარით, ფეხით მივიდნენ ტრაგედიის ადგილამდე - გმირთა მოედნამდე, ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე შეასრულეს გაწმენდითი სამუშაოები, ტალახისა და შლამისგან ათავისუფლებდნენ ტერიტორიას, მონაწილეობა მიიღეს გზის გახსნის საქმეში. ახალგაზრდებმა მთელი დღე იმუშავეს და გამოხატეს საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობის გაგრძელების მზადყოფნა.

შეგახსენებთ, რომ 2015წლის 14 ივნისს თბილისში დატრიალებული საშინელი ტრაგედიის შედეგად დაღუპლთა რიცხვმა ბოლო მონაცემებით 15-ს მიაღწია, მათ შორის ოთხი ეთნიკურად სომეხი საქართველოს მოქალაქეა - ლიან ... »»»
>>>
"ჯავახეთის მხარდაჭერის" ფონდი ღრმა მწუხარებას და ძმურ მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხალხს
16.06.2015
"ჯავახეთის მხარდაჭერის" ფონდი ღრმა მწუხარებას და ძმურ მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს თბილისში მომხდარ უბედურების გამო.
>>>
სტიქიამ სამცხე–ჯავახეთში სამი მუნიციპალიტეტი დააზარალა
სტიქიამ სამცხე–ჯავახეთში სამი მუნიციპალიტეტი დააზარალა
13.06.2015
ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, აწყურში ცენტრალური გზა თითქმის სამი საათის განმავლობაში ჩაკეტილი იყო. ნიაღვარმა გზაზე ნაშალი მასალა ჩამოიტანა, რის გამოც მოძრაობა შეწყდა. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამაშველო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა სასოფლო–სამეურნეო სავარგულებს. სტიქიამ აწყურის გარდა, ახალციხის კიდევ 7 სოფელი: კლდე, წნისი, მუგარეთი, ფერსა გიორგიწმინდა, აგარა, გურკელი და წინუბანი დაარალა. სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ მხარის გუბერნატორი და მუნიციპალიტეტის გამგებელი. ზაზა მელიქიძის თქმით, უკვე შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია.

სტიქია იყო ადიგენის მუნიციპალიტეტშიც. ძლიერმა სეტყვამ ნათესები და ნარგავები გაანადგურა, დახოცილია შინაური ფრინველიც. მნიშვნელოვანი ზარალი მიიღეს სოფლებმა: ლელოვანმა, სმადამ, ჩორჩანმა, ფხერომ, ზანავმა და იჯარეთმა. მუნიციპალიტეტში სტიქია დაახლოებით 16:00 საათზე დაფიქსირდა. ზარალს სპეციალურად შექმნილი კომისია შეისწავლის.

ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების გარდა 11 ივნისს სტიქია ბორჯომშიც დაფიქსირდა. უხვი ნალექის გამო, მდინარე „დვირულა“ ადიდდა და სოფელ დვირს პრობლემები შეუქმნა. დატ ... »»»
>>>
საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის სპეციალური პროგრამა ამოქმედდება
საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის სპეციალური პროგრამა ამოქმედდება
10.06.2015
საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის სპეციალური პროგრამა ამოქმედდება. ისინი სხვადასხვა სახის მომსახურებით ისარგებლებენ. ესენია: სამედიცინო დახმარება და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ფსიქო–სოციალური რეაბილიტაცია, პროფესიული სწავლება, სოციალური პროექტების დაფინასება, ანაზღაურებადი სტაჟირება და იურიდიული დახმარება. აღნიშნულ პროგრამას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო იწყებს, რომლის მიზანიც მიგრანტთა სამშობლოში რეინტეგრაციის ხელშეწყობაა.

ლტოლვილთა სამინისტრო, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს პროექტის განხორციელებაში დახმარებას სთავაზობს. ამიტომ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამაში არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან.

პროგრამის პრეზენტაცია 9 ივნისს სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში შედგა. შეხვედრას სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი, ახალციხის მერი და მუნიციპალიტეტების გამგებლები დაესწრნენ.

აღნიშნული პროგრამა, ევროკავშირის დაფინასებით, 2011 წლიდან ხორციელდება. თუმცა წელს პირველად საქართველოში მიგრანტთა სარეინტეგრაციო მხარდაჭერისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 400 000 ლარამდე გამოიყ ... »»»
>>>
ახალქალაქში გზების რეაბილიტაცია 3 მილიონ ლარზე მეტი ჯდება
ახალქალაქში გზების რეაბილიტაცია 3 მილიონ ლარზე მეტი ჯდება
06.06.2015
ახალქალაქში 22 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს დღეს მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, სამხარეო ადმინისტრაციისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

პროექტების ფარგლებში ამ ეტაპზე გზის სავალ ნაწილზე ასფალტო-ბეტონის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს, მოეწყო ტროტუარები და ბაზალტის ბორდიურები, მოწესრიგდა საკანალიზაციო ჭები, დაგეგმილია ასევე შიდა ეზოების მოწესრიგება და გაზონების მოწყობა.
სამუშაოებს შპს „არალი“ და შპს „ფრი ნესტატე: ახორციელებენ. პროექტები უმოკლეს ვადაში დასრულდება.

ორივე პროექტის განხორციელებას ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 მილიონ 70 ათასი ლარი მოხმარდება. ჯამში რეაბილიტაცია ხუთკილომეტრიანი სიგრძის გზას ჩაუტარდება. შედეგად აღნიშნული უბნების კეთილმოწყობილი გზით ქალაქში მცხოვრები 11 ათასამდე მოსახლე ისარგებლებს.
>>>
თავდაცვის მინისტრი ახალციხეში
თავდაცვის მინისტრი ახალციხეში
06.06.2015
ახალციხეში, რაბათის ციხეზე ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის კურსების დასრულების ცერემონიალი გაიმართა. უმცროს ოფიცერთა, ტანკის მეთაურთა და მექანიზირებულ სპეციალისტთა მსმენელებს კურსების წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცეს. მათ კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცეს.

ცერემონია ახალციხის ციხეზე 14:00 საათზე გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ფოლკლორულმა ანსამბლმა „მესხეთმაც“.

მანამდე კი მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრი დაათვალიერეს.
>>>
ახალციხის მერია ხელოვნური ტბის რეაბილიტაციას იწყებს
ახალციხის მერია ხელოვნური ტბის რეაბილიტაციას იწყებს
23.05.2015
3 წლიანი უმოქმედობის შემდეგ, ახალციხის მერიამ ტბის რეაბილიტაციისთვის მზადება დაიწყო. თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ აღდგენითი სამშოებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 80 ათასი ლარი გამოიყო. მის ფარგლებში ტურისტულ–გასართობი კომპლექსი ზაფხულში უკვე მზად უნდა იყოს. თუმცა მანამდე მერიის ბაზაზე ააიპ ,,ტბის“ ჩამოყალიბება იგეგმება, რომელიც შემდეგში კომპლექსს ზედამხედველობას გაუწევს. ააიპი–ს ფუნქციონირებისათვის საჭირო დოკუმენტაცია მერიის საკრებულოს უკვე გადაეგზავნა. იმისთვის, რომ ობიექტზე სამუშაოები დაიწყოს, მერიაში კიდევ ერთ დაბრკოლებას ასახელებენ. მათი ინფორმაციით, ბოლო დღეებში ადიდებულმა ფოცხოვმა სათავე–ნაგებობა, საიდანაც ტბაში წყალი ჩაედინებოდა მწყობრიდან გამოიყვანა, ამიტომ, სანამ სათავე არ მოწესრიგდება ტერიტორიაზე სამუშოების დაწყება შეფერხდება.

3 წლის წინ დახარჯული 2 მილიონი ლარის შემდეგ , ტბის ხელახალი რეაბილიტაციისათვის ამჯერად 80 ათასი ლარი გამოიყოფა. თვითმმართველობის ინფორმაციით, თანხა ძირითადად, ტურისტულ–გასართობ კომპლექსს მოხმარდება, რისთვისაც ორ ნავს ახალციხეს ბათუმის მერია გადამოსცემს. გარდა ამისა, ტბაზე განთავსდება წყლის ველოსიპედები, მოეწყობა ტურისტებისათვის კარვ ... »»»
>>>
ტაბაწყურის მოსახლეობა გასხვისებული ტბის დაბრუნებას ითხოვს
ტაბაწყურის მოსახლეობა გასხვისებული ტბის დაბრუნებას ითხოვს
19.05.2015
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ტაბაწყურის მკვიდრებისთვის, ტბა, შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს, თუმცა იგი მეხუთე წელია კერძო მესაკუთრის მმართველობაშია. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ მას შემდეგ, რაც სოფლის რესურსს ვეღარ იყენებენ, მათი ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ტაბაწყურის მაცხოვრებლები ცენტრალური ხელისუფლებისგან ლიცენზიის გაბათილებასა და თევზჭერის ნებართვას მოითხოვენ.

აკრძალვის მიუხედავად, სოფელ ტაბაწყურის ტბაზე ადგილობრივები თევზჭერას მაინც აგრძელებენ. შპს „ტბების“ დირექტორი აცხადებს, რომ თანასოფლელებს ტბის რესურსის თვითნებურად გამოყენება ეკრძალებათ. ალიხა მურადიანის თქმით, ადგილობრივები თევზჭერაზე ნებართვას მთავრობისგან კანონის შესაბამისად იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ დაჭერილი თევზის 50 %–ს მეპატრონეს გადასცემენ.

„თუ უჭირთ, უნდა იმუშავოთ, მაგრამ ამ შეთავაზებაზე არ მოდიან“ – აცხადებს ტბის დირექტორი.

ტაბაწყურში არსებულ მდგომარეობას მძიმე მემკვიდრეობას უწოდებს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე. თემურ მურღულია ვერ აკონკრეტებს, თუ როგორ შეძლებს სახელმწიფო შექმნილი ვითარებიდან უმტკივნეუ ... »»»
>>>
გიორგი ამაშუკელი სამცხე–ჯავახეთში მიმდინარე პროქტებით დაინტერესდა
გიორგი ამაშუკელი სამცხე–ჯავახეთში მიმდინარე პროქტებით დაინტერესდა
14.05.2015
ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი სამცხე–ჯავახეთის რწმუნებულსა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა. გიორგი ამაშუკელმა გუბერნატორთან და გამგებლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციაში გამართა.

ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რეგიონში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. მან მუნიციპალიტეტების გამგებლებისგან ინფორმაცია მიმდინარე და განსახორციელებელ ინფრასტრურქტურულ პროექტებზე მიიღო. ასევე, დაინტერესდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დეტალებით.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მთავრობის ყურადღება თითოეული რეგიონის განვითარებასა და გაძლიერებისკენაა მიმართული. გიორგი ამაშუკელის თქმით, ამ მიზნით კონკრეტული გეგმები უკვე დაისახა.
>>>
კობა გრიგალაშვილი „უნიმედი სამცხეს“ წინააღმდეგ
კობა გრიგალაშვილი „უნიმედი სამცხეს“ წინააღმდეგ
08.05.2015
„უნიმედი სამცხის“ ყოფილი ექიმი დაწესებულების ხელმძღვანელობას უკანონოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებს. კობა გრიგალაშვილი, რომელიც „უნიმედი სამცხეში“ 15 წელი ქირურგად მუშაობდა ამბობს, რომ მას კონტრაქტი უკანონოდ, პირადი ინტერესების გამო შეუწყვიტეს. იგი ამტკიცებს, რომ ადმინისტრაციამ მისი სამსახურიდან გაშვება ერთადერთი მიზეზით გადაწყვიტა. ქირურგი რამდენიმე წელი ,,უნიმედი სამცხეს“ პარალელურად კლინიკა „იმედშიც“ მუშაობდა.

კობა გრიგალაშვილი საავადმყოფოში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და ამბობს, რომ ექიმებს მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა. კლინიკაში მოძველებულია აპარატურა, რომელიც ექიმებსა და პაციენტებს ხშირად გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს.

კითხვაზე: რატომ გაათავისუფლეს საავადმყოფოდან კობა გრიგალაშვილი? –„უნიმედი სამცხეს“ პრეს– სამსახურის განმარტებით, პასუხის მისაღებად ადმინისტრაციისთვის წერილობით მიმართვაა საჭირო, რომელსაც თან დართული ექნება კობა გრიგალაშვილის განცხადება, რომ იგი თანახმა იყო მისი პირადი საქმე გასაჯაროებულიყო. ქირურგმა განცხადების დაწერაზე უარი განაცხადა.
>>>
აბასთუმნის რეაბილიტაციისათვის 8 მილიონი დოლარი დაიხარჯება
აბასთუმნის რეაბილიტაციისათვის 8 მილიონი დოლარი დაიხარჯება
08.05.2015
რეგიონის ერთ–ერთ მნიშვნელოვან კურორტზე აღდგენითი სამუშაოებისათვის თანხა მსოფლიო ბანკმა გამოყო. პროექტის განხორციელება 2016 წლიდან დაიწყება, მანამდე კი ადგილობრივები არაერთ პრობლემაზე საუბრობენ..

მწყობრიდან გამოსულია კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლები, დაბინძურებულია სასმელი წყალი, მოშლილია საკანალიზაციო სისტემა

წლებია, მოსახლეობას მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება. შესაბამისად, აქ ტურისტის მოზიდვა და დაინტერესება საკუთარი ძალისხმევით უხდებათ.

ათეული წლების შემდეგ, აბასთუმნის რეაბილიტაციისათვის თანხა მსოფლიო ბანკმა გამოყო. ინფრასტრუქტურული სამუშოები 2016 წლიდან უნდა დაიწყოს. მიმდინარე წელს კი მხოლოდ პროექტები მომზადდება.

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი განმარტავს, რომ რეაბილიტაციის ფარგლებში, აბასთუმნის ურბანული აღდგენა, წყალმომარაგების, საკანალიზაციო და საგზაო სისტემების მოწესრიგება, ასევე საბაგირო ხაზისა და ობსერვატორიის კეთილმოწყობაა დაგეგმილი.
>>>
« 1 2 3 4 5 ... 29 30 »