მოხის სადავო შენობასთან დაკავშირებით შექმნილ კომისიას მუსლიმები უნდობლობას უცხადებენ
მოხის მუსლიმი მოსახლეობა სადავო შენობის წარმომავლობის დადგენის მიზნით შექმნილი კომისიის შემადგენლობაში სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფნას აპროტესტებს. მათი სიიდან ამოღების მოთხოოვნით, მუსლიმებმა 200 ხელმოწერა შეაგროვეს და განცხადებით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიმართეს. ისინი ამბობენ, რომ ორივე მათგანი დაინტერესებული მხარეა და საკითხს მიკერძოებულად გადაწყვეტენ. მუსლიმები კომისიის შემადგენლობაში სოფელ ჭელის წინამძღვრისა და სოფელ მოხის ორი წარმომადგენლის ჩასმას მოითხოვენ. გარდა ამისა ისინი უნდობლობას უცხადებენ საქართველოს სრულიად მუფთის მოადგილესაც. მათი თქმით, ადამ შანთაძეს მიმართ მრავალი კითხვა არსებობს, ამიტომ კომისიის შემადგენლობაში მისი ყოფნა მიზანშეწონილი არ არის. ბრალდებებს გაუგებარს უწოდებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი. ზაქარია ენდელაძის თქმით, იგი როგორც მართლმადიდებელი ასევე მუსლიმი მოსახლეობის გამგებელი და მათ მიერ არჩეული საჯარო მოხელეა. ამიტომ, ის, რაც მის მხარეში ხდება გამგეობის პირველ პირსაც ეხება. მხარის გუბერნატორისა და გამგებლის კომისიის შემადგენლობაში ჩართვას კი აუცილებლობად მიიჩნევენ ადგილობრივი მართმადიდებელები. მათი თქმით, რეგიონისა და მუნიციპალიტეტის პირველი პირები მოხეს პრობლემას უკეთესად იციან და საკითხის განხილვას ობიექტურად მიუდგებიან. სამცხე–ჯავახეთის მუფთის თქმით, მათ მიერ შერჩეული პიროვნებების კომისიის შემადგენლობაში ჩასმას რელიგიის საკითხთა სააგენტოს თავმჯდომარე მუსლიმ მრევლს სოფელ ჭელაში გამართული შეხვედრის დროს დაპირდა. მამუკა ვაშაყმაძე ირწმუნება, რომ ჯამბულ აბულაძის, თემურ მიქელაძისა და ჯემალ ბერიძის მონაცემები ზაზა ვაშაყმაძეს პირადად გადაუგზავნა, თუმცა მუსლიმი საზოგადოების მოთხოვნა არ გაითვალისწინეს, რის გამო მას მრევლმა უნდობლობა გამოუცხადა. თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან რელიგიის საკითხთა საგენტოს ხელმძღვანელმა თავი შეიკავა. . თუმცა, 4 დეკემბერს ზაზა ვაშაყმაძემ ჩვენთან საუბარისას განაცხადა, რომ კომისიაში ჩასმას იგი ვერავის შეპირდებოდა, რადგან გადაწყვეტილება მის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით მაშინ მიღებული არ იყო. მისივე განმარტებით, კომისიის სხდომაზე სამცხე–ჯავახეთის მუფთი იმყოფებოდა, და შეეძლო აღნიშნული მოთხოვნები გაეჟღერებინა, თუმცა, მამუკა ვაშაყმაძემ ეს არ გააკეთა.
11 კაციანი კომისია, რომელმაც სადავო შენობის წარმომავლობა უნდა დაადგინოს, 2 დეკემბერს შეიქმნა. მის ხელმძღვანელად რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯომარე ზაზა ვაშაყმაძე დასახელდა. საქართველოს საპატრიარქომ კომსიაში სამი ადამიანი წარმოადგინა. იმავე რაოდენობის სასულიერო პირი წარადგინა მუსლიმმა თემმა. გარდა ამისა, კომისაში შემადგენლობაშია ძეგლთა დაცვის სააგენტოს 2 წარმოამდგენელიც. ასევე, კომისიის წევრები არიან ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე და სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე.