2014 წლის 14 ოქტომბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის რეზიდენციაში გაიმართა შეხვედრა საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძესა და სააგენტოს აპარატის თანამშრომლებთან.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა ვიზიტთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოთქვა. წინამძღვარმა მიულოცა სტუმრებს დღესასწაული - სვეტიცხოვლობა, და უსურვა ღვთიური და პროდუქტიული საქმიანობა.
შეხვედრის დროს ორი ძირითადი საკითხი იქნა განხილული: პირველი დაკავშირებული იყო საქართველოში მოქმედი ტრადიციული რელიგიური თემების დაფინანსების საკითხთან, მეორე ეხებოდა საბჭოთა კავშირის ეპოქაში ჩამორთმეული სომხური ტაძრების დაცვისა და საქართველოს სომეხთა ეპარქიისათვის დაბრუნების საკითხს.
ეპარქიის წინამძღვარმა გამოთქვა სააგენტოსთან თანამშრომლობის მზაობა, საქართველოში მოქმედი რელიგიური თემების მშვიდობიანი და ერთიანი მოღვაწეობის სასარგებლოდ.
თავის მხრივ, საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ ეპარქიის წინამძღვარს აუწყა, რომ დაყენებული საკითხები ყოველთვის სააგენტოს ყურადღების ცენტრშია
...
»»»