სოფელ მოხეში სადაო შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერდა მშენებლები აცხადებენ, რომ დასაქმებულმა მუშებმა ერთი კვირის სამუშაოები ორ დღეში შეასრულეს, ამიტომ მათ შესვენება ითხოვეს. ზურაბ ტაბიძის განმარტებით, რამდენიმე დღეში სამშენებლო სამუსაოები განახლდება. მოხეს მაცხოვრებელების თქმით, სოფელში დღემ მშვიდად ჩაიარა, თუმცა ადგილობრივი მუსლიმები ირწმუნებიან, რომ იმ შემთხვევაში თუ სადავო შენობის რეაბილიტაცია ისევ განახლდება, აქციებს სოფელში გააგრძელებენ. მათი მტკიცებით ნაგებობა, წლების წინ მეჩეთი იყო და ამიტომ ის კანონიერ მფლობელს უნდა დაუბრუნდეს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით განცახდება ადამიანის უფლებატა დამცველმაც გააკეთა. თამაზ ბაკურიძის თქმით, მოხეში პრობლემა სახელმწიფომ წარმოქმნა და მანვე უნდა დაარეგულიროს.
მსულიმ მოსახლეობას სიტუაციის მშვიდობანად მოგვარებისკენ საქართველოს სრულიად მუსლიმთა მუფთის მოადგილემაც მოუწოდა. მან მედიის წარმომადგენლებს განუმარტა, რომ მოხეში არსებული შენობის შესახებ მეჯლისზე იმსჯელებენ და სამომავლო ქმედებების შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ. თუმცა მუსლიმი მოსახლეობა სრულიად საქართველოს მუფთს უდობლობას უცხადებს. ისინი ამბობენ,
...
»»»