ახალქალაქი მასპინძლობს საქართველოს ჩემპიონატს კრივში
ახალქალაქი კრივში საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირში მონაწილეობას 70–მდე 1996–1997 წლებში დაბადებული სპორტსმენი იღებს. ტურნირი 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება, ფინალი კი კვირას, 24 ნოემბერს შედგება. საქათველოს ჩემპიონატში გამარჯვებული სპორტსმენები 3 დეკემბერს ბაქოში საერთაშორისო ტურნირში ქვეყნის სახელით იასპარეზებენ, ხოლო აპრილის თვეში ბულგარეთში მსოფლიო ჩემპიოანტზე გაემგზავრებიან. გამარჯვებუილ სპორტსმენებს საჩუქრები გადაეცემათ. კრივში საქართველოს ჩემპიონატს ორგანიზებას ქყვენის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო კრივის ეროვნული ფედერაცია და ახალქალაქის მუნიცპლაიტეტი უწევენ. ახალქალაში კრივის ჩემპიონატი წელს მეორედ იმართება.