რწმენისა და აღმსარებლობის ხელის შეშლასთან დაკავშირებით ჯარიმები წესდება. ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობისთვის ხელის შეშლა, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის ან მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა, ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, რელიგიური შენობების და სხვა სიწმინდეების წაბილწვა და სხვა მსგავსი ქმედება შესაძლოა მალე კანონმდებლობით გაკონტროლდეს. საპარლამენტო ინიციატივის მიხედვით, მსგავსი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე, ხოლო წლის განმავლობაში მისი განმეორების შემთხვევაში პირი 1000-დან 1500 ლარამდე დაჯარიმდება, ან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრება.
ადამიანის რწმენის და აღმსარებლობის ხელის შეშლასთან დაკავშირებული მუხლი "ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსის” იმ პროექტს ემატება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს ივნისის თვეში წარუდგინა. კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტში ასეთი ტიპის სამართალდარვევაზე არაფერი ეწერა და მუხლი პროექტს მოგვიანებით ჩაემატა.
ქართველ მუსლიმთა თავმჯდომარე საპარლამენტო ინიციატივას ეჭვის თვალით უყურებს. ტარიე
...
»»»