ახალციხის საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო
ახალციხის საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, უკვე მეორე წელია მოსწავლეები უფროსკლასელების მიერ გამოყენებული უფასო სახელმძღვანელოებით სარგებლობენ.
წიგნებით სრულად უზრუნველყოფილი არ არის ახალციხის სომხურენოვანი სკოლები. დირექტორთა განმარტებით, მშობლიური ენის სახელმძღვანელო დაწესებულებებს ამ დრომდე არ მიუღიათ. მათივე თქმით, მოთხოვნა აღნიშნულის შესახებ განათლების სამინისტროს დროულად გადაეცა.
საგანმანათლელო რესურსცენტრში განმარტავენ, რომ საქართველოსა და სომხეთის სამინისტროებს შორის ხელშეკრულება გაფორმებულია. წიგნების გადმოცემას სომხური მხარე აგვიანებს.
ახალციხის სკოლებში წელს 525 პირველკლასელი შევიდა. აქედან 344 მათგანი ქალაქის, 181 კი სოფლების სასწავლო დაწესებულებებმა მიიღეს. ყველა პირველკლასელს სამინისტროსგან საჩუქრად ნეთბუქები გადაეცა.