8 სექტემბერს 9 არასამთავრობო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ საქართველოს ხელისუფლებას ხულოს მუნიციპალიტეტის (ისლამიზირებული ქართველებითა და თურქებით დასახლებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონი) ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტთან დაკავშირებით რეაგირების განხორციელების მოთხოვნით მიმართა.
აღნიშნული დოკუმენტის („ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ფრაქციის თავმჯდომარის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ“) შესწავლის შემდეგ ირკვევა, რომ მასში ნამდვილად არის წარმოდგენილი ერთაშორისი შუღლის გაღვივებისა და არმენოფობიის ელემენტები.
დოკუმენტში, სხვა თემებთან ერთად ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი -სააკაშვილი არის ნახსენები, რომელსაც, აშკარა ნეგატიური კონტექსტით სომეხ ერთან აკავშირებენ.
„...თუმცა იმის ჭკუა კი აქვს სომეხ სააკას გარედან მაყურებლის პოზიციიდან შეხედოს მის მიერვე მოკლული ზურაბ ჟვანიას საქმეს, უდანაშაულოდ ჩახოცილი აფრასიძეების საქმეს, ქუჩაში არაკაცურად მოკლული გურამ შარაძის საქმეს, ასევე ქუჩაში ასორმოცდაათამდე მოკლული ბიჭების საქმეებს, შვილმოკლული მამის, შვილის საფლავზე აფეთქების საქმეს, ე.წ. ,,ნავთლუღის
...
»»»