ახალციხის რაიონულ სასამართლოში დღეს იმ სამი პირის პროცესი გაიმართა, რომელთაც გამოძიება, 26 ივლისს ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. სხდომის დაწყებამდე ბრალდებულების ახლობლებმა სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გამართეს. შეკრებილები ამბობდნენ, რომ პოლიციელების მხრიდან დაკავებულებზე არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი.
„ორი თვეა, რაც ბიჭები დაკავებულები არიან. მათ პოლიციელები სასტიკად გაუსწორდნენ. აწამეს. მათ სხეულზე უამრავი დაზიანებები აქვთ. არ ვიცით -რაში ადანაშაულებენ. რატომ სხედან ისინი ციხეში?! ჩვენი მოთხოვნა -სამართლიანობის აღდგენაა!“, -საუბრობს ერთერთი დაკავებულის ნათესავი.
პოლიციელების მხრიდან ბრალდებულების წამებაზე საუბრობს ადვოკატიც. მაიზერ ბაბლუანი ამბობს, რომ სამცხე–ჯავახეტის სამხარეო სამმართველოში იგიტიანს, ნალბანდიანსა და კარაპეტიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რაც ექსპერტიზამაც დაადასტურა. მისივე თქმით ადგილი ჰქონდა მუქარას და სიტყვიერ შეურასხყოფასაც. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურაურაში გამოძიება 333–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
„მა
...
»»»