2-3 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში თურქული ოფიციალური დელეგაციის მორიგე ვიზიტი გაიმართა. ამჯერად საქართველოს სტრატეგიულმა პარტნირმა -თურქეთმა, აფხაზეთის ხელისუფლებასთან შესახვედრად გუბერნატორი და ქალაქ იზმიტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გააგზავნა.
ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებასთან შეხვედრისას თურქული ოფიციალური დელეგაციის წევრები ძმობაზე და თანამშრომლობის სამომავლო გაღრმავებაზე საუბრობდნენ.
„ქოჯაელის პროვინციის გუბერნატორის თქმით, ის აფხაზეთში თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ ძმებთან. იბრაჰიმ ქარაოსმანოღლუმ მისი პროვინციის და ქალაქ ოჩამჩირის დამეგობრების სურვილი გამოთქვა და ოჩამჩირის ადმინისტრაციის ხელმძღვანელები 29 ოქტომბერს რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით თურქეთში მიიწვია“, -ნათქვამია აფხაზური მედიის მიერ გავრცელებულ რელიზში.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სტრატეგიული პარტნიორის სოხუმში ამ არალეგალური ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების თანავე ქართული მხარე, კვლავ, დილემის წინაშე დადგა.
დილემა კი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი სახელმწიფო, შესაძლებელია საკუთარი სურვილის და მიუხედავად, თურქეთს -სტრატეგიული პარტნორი
...
»»»