ახალციხის საფეხბურთო სტადიონს მალე მძლეოსნობის სტადიონის ტიტული მიენიჭება
მიხეილ იაძის სახელობის საფეხბურთო სტადიონს მალე მძლეოსნობის სტადიონის ტიტული მიენიჭება, რაც მის ეტაპობრივ რეაბილიტაციასა და მძლეოსნობისათვის მის კეთილმოწყობას ითვალისწინებს. საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსი ახვლედიანი აღნიშნავს, რომ ფეხბურთის განვითარებას ეს ხელს არ შეუშლის და მძლეოსნობისთვის ინფრასტრუქტურა საფეხბურთო მოედნის გარშემო მოეწყობა. სტადიონის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, სამომავლო გეგმა ფედერაციის პრეზიდენტმა ადგილობრივი ხელისუფლების პირველ პირებთან ერთად შეიმუშავა. პირველ ეტაპზე ტრიბუნებისა და მოედნის ბუნებრივი საფარის მოწესრიგება, სარბენი ბილიკებისა და მძლეოსნობისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი მიიჩნევს, რომ სპორტის პოპულარიზაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასთან ერთად მუნიციპალიტეტში ეკონომიკურ სფეროს განავითარებს. რეაბილიტაციის შემდეგ ახალციხის სტადიონი, მუნიციპალიტეტისა და რეგიონულ ჩემპიონატებს უმასპინძლებს, გარდა ამისა, მოეწყობა საერთაშორისო შეჯიბრებებიც.
ახალციხის სტადიონის რეაბილიტაცია ადგილობრივი ხელისუფლებისა და მძლეოსნობის ფედერაციის ერთობლივი დაფინანსებით იგეგმება. მათი ვარაუდით აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯება.
ახალციხის სტადიონის რეაბილიტაცია ადგილობრივი ხელისუფლებისა და მძლეოსნობის ფედერაციის ერთობლივი დაფინანსებით იგეგმება. მათი ვარაუდით აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯება.