ეკონომიკის მინისტრი სამცხე–ჯავახეთს ესტუმრა
კოხტისა და მიტარბის მთებზე მსოფლიოში ერთ–ერთ წამყვანი მწარმოებლის „დოპელაიერის“ საბაგირო მონტაჟდება. სამუშაოები დღეს ეკონომიკის მინისტრმა მოინახულა. საბაგიროების მონტაჟი 2015 წლის ბოლოსთვის დასრულდება, რის შემდეგაც ტურისტრული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. პროექტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით 118 მილიონი ლარის ფარგლებში ხორციელდება.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე მოინახულა ტერიტორია, სადაც მრავალფუნქციური გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა იგეგმება.
დღესვე უწყების პირველმა პირმა ბორჯომში, სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიასა“ და სასტუმრო „რიქსოს ბორჯომს“ შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომელიც მიზნად სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებასა და მის პოპულარიზაციას ისახავს.
ბორჯომის შემდეგ მინისტრი ჯავახეთში გემგზავრა. დიმიტრი ქუმსიშვილმა სოფლებში აფნიასა და საროში ახალი საკვანძო ტურისტული მარშრუტების მოწყობის შესახებ პრეზენტაცია გამართა.