რამდენიმე დღის წინ აკადემიური წრეები ინიციირება მოახდინეს კანონპროექტის, რომლის თანახმად საქართველოში სახელმწიფო ენის სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევს ჯარიმა დაეკისრება. ინიციატივას საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტმა გამოეხმაურა, რაც საბაბს გვაზლევს ვივარაუდოთ, რომ არნიშნული კანონპროექტი ახლო მომავალში კანონის ძალას მიიღებს და შესაბამისად გავრცელდება როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე პირებზე, ასევე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციებზე და ცხოვრების სხვა სხვა სფეროებზეც.
შეგახსენებთ, რომ ამ პროცესის გამოვლინებები ჯერ კიდევ 2012წ ხელისუფლების შეცვლის დროს დაფიქსირდა, როდესაც ბ.ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს ე.წ. „ენის ჟანდარმერიის" შექმნის აუცილებლობაზე.
საერთაშორისო ვალდებულებების არშესრულებისა და კანონმდებლობის არასრულყოფილების პირობებში ქართული ხელესუფლების მზგავსი ნაბიჯები აღნიშნულ რეგიონებში მოსახლეობის ღელვას, ქართული ხელუფლების მიმართ უნდობლობას გამოიწვევენ. ჯავახეთის სომხების სახელმწიფო ინსტიტუტებისგან იზოლაცია გაღრმავდება.
მოვიდა დრო გავითვითცნობიეროთ, რომ ჯავახეთის ათასობით მკვიდრი სომეხი მოქალაქე გადასახადების ისეთივე გადამხდელები არიან, როგორც ქვეყნის ქართველი მკვიდრი მოსახლეობაც, და მათ ისეთივე უფლება აქვთ ადმინისტრაციულ და სახელმწიფო დონეზე დაიცვან საკუთარი მშობლიური ენა, როგორც დღეს ამას ცდილობთ ქართული ენის მიმართებით.