29.10.2013
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, პრეზიდენტის კანცელარიაში განცხადება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს, 28 ოქტომბერს შეიტანა. როგორც ივანე წიკლაურმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება, მან ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო მიიღო. პრეზიდენტის რწმუნებულმა სამცხე–ჯავახეთში, მუშაობის ერთწლიან პერიოდზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ამ პოსტზე დანიშვნიდან, რამდენიმე კვირაში რეგიონი რთული გამოწვევების წინაშე დადგა, იყო სტიქიური უბედურებები სამ მუნიციპალიტეტში: ადიგენში, ასპინძასა და ახალციხეში.
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ დაკავებულ თანამდებობაზე მოვალეობის შესრულებას, მანამდე გააგრძელებს, სანამ მისი განცხადება გათავისუფლების შესახებ, არ დაკმაყოფილდება. თუ რომელ სფეროში გააგრძელებს მოღვაწეობას ივანე წიკლაური, ეს გადაწყვეტილი არ აქვს.
სამცხე–ჯავახეთს ივანე წიკლაური 2012 წლის ივლისის თვიდან ხელმძღვანელობს. მანამდე კი გუბერნატორის პოსტი ლაშა ჭკადუას ეკავა.