სოფლის მეურნეობნის მინისტრის მოადგილე დავით გაგელაშვილი სამცხე–ჯავახეთს ესტუმრა და საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებულ და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ განხორციელებულ პროექტებს გაეცნო. მესხეთში მინისტრის მოადგილემ ყველისა და კომბინირებული საკვების ქარხნები დაათვალიერა. გარდა ამისა, იგი შპს ,,ჯორჯიან ბიზნეს ზონის" სადემონსტრაციო ნაკვეთიც მოინახულა და ხილის კრეფის პროცესს დასწრო. ორგანიზაიცის დირექტორი სტუმრებს, ტერიტორიაზე გავრცელებული 18 სახეობის ვაშლის ჯიშისა და მისი მოსავლიანობის შესახებ ესაუბრა. შემდეგ, დავით გაგელაშვილი სოფელ ივლიტას ესტუმრა. იგი ბიპის დაფინანსებით სიდიაის პროექტის ფარგლებში განხორციელებულ რეგიონული განვითარების პროგრამას გაეცნო. სოციალურმა საწარმომ, სადაც 24 ოჯახი ერთიანდება, თანამონაწილეობრივი გრანტით აგროტექმინა შეიძინა. პროექტის ორგანიზატორების თქმით, აღნიშნული სოციალური საწარმო კოოპერატივის პროტოტიპია და სახელმწიფო კანონის ამოქმედების შემდეგ იგი ორგანიზაციული ფორმით დარეგისტრირდება. აგროტური სოფელ წყრუთში დასრულდა. სადაც მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთი სადემონსტრაციო ნაკვეთი მოინახულა. დავით გაგელაშვილმა პომიდვრისა და ვაშლის განსხვავებული ჯიშები და წვეთოვ
...
»»»