საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღემდე 14 დღე რჩება. წინასაარჩევნო კამპანიები თავის კულმინაციას უახლოვდება.
აქტიური წინასაარჩევნო კამპანიების დაწყებიდან უკვე თითქმის 2 თვე გავიდა, რაც საშუალებას გვაძლევს გარკვეული შეფასება და ანალიზი მოვახდინოთ.
2013წ 27 ოქტომბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში 23 პრეზიდენტობის კანდიდატია დარეგისტრირებული. მათგან 10 წარმოადგენს საქართველოში მოქმედ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას (დავით ბაქრაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; ნინო ბურჯანაძე „დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველო"; გიორგი მარგველაშვილი „ქართული ოცნება"; შალვა ნათელაშვილი „ლეიბორისტული პარტია"; გიორგი თარგამაძე „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა"; კობა დავითაშვილი „ხალხის პარტია"; ზურაბ ხარატიშვილი „საქართველოს ევროპელი დემოკრატები"; აკაკი ასათიანი „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი"; სერგო ჯავახიძე „სამართლიანი საქართველოსთვის"; თეიმურაზ მჟავია „ქრისტიან–დემოკრატიული სახალხო პარტია"), ხოლო 13 –საინიციატივო ჯგუფებს წარმოადგენენ (მიხეილ სალუაშვილი, ნესტან კირთაძე, მამუკა ჭოხონელიძე, გიორგი ლილუაშვილი, ლევან ჩაჩუა, ავთანდილ მარგიანი, მამუკა მელიქიშვილი, ნუგზარ ავალიანი, თეი
...
»»»