გაფიცული თანამშრომლები საპროტესტო აქციებს არ წყვეტენ
მესამე დღეა საპროტესტო გამოსვლები არ წყდება ვალის საბაჟოსთან. სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტის ფარგლებში დასაქმებულები სამუშაო საათების შემცირებას აპროტესტებენ. დღეს თანამშრომლები 06:15 საათზე შეიკრიბნენ. გეგმის მიხედვით, მათ ობიექტზე ხელმძღვანელობა არ უნდა შეეშვათ. თუმცა როგორც გაფიცული თანამშრომლები აცხადებენ, უფროსების ნაწილი სამსახურში მანამდე მივიდა, სანამ აქციის მონაწილები გზას გადაკეტავდნენ.
უკვე გაიმართა ხელმძღვანელობასა და აქციის ლიდერებს შორის მოლაპარაკება. “ბეხტელ ენკა”–ს წარმომადგენლები შემცირებული სამუშაო საათების აღდგენას დაპირდნენ, თუმცა გაფიცული თანამშრომლები პოზიციების დათმობას არ აპირებენ. შესაბამისად, შეთანხმებაზე მათ უარი განუცხადეს.
თანამშრომლებს ამ ეტაპზე სამი მოთხოვნა აქვთ. ისინი შემცირებული საათებისა და ხელფასის გაზრდას, შაბათ დღეს ანაზღაურების გაორმაგებასა და კვების პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.
დღეს, 4 დეკემბერს, აქცია დაახლოებით, 14:00 საათზე დაიშალა. მუშახელი პროტესტის გამოსახატად დილიდან ისევ შეიკრიბება.
დასაქმებულთა უკმაყოფილება სამუშაო საათებისა და შესაბამისად, ანაზღაურების შემცირებამ გამოიწვია.
ხელმძღვანელობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია 2 დეკემბერს დაიწყო.
სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტს კომპანია ბიპი კურირებს, ხოლო სამუშაოებს ქვეკონტრაქტორი კომპანია „ბეხტელ ენკა“ ახორციელებს. „ბეხტელ ენკა“–ს წარმომადგენლები მედიასთან ურთიერთობაზე უარს აცხადებენ, ხოლო ბიპი პრობლემის მოგვარების ვალდებულებას ქვეკონტრაქტორს აკისრებს.