პოლიციელებმა დაკავებულები აწამეს და ეროვნულ ნიადაგზე აგინეს
ახალციხის რაიონულ სასამართლოში დღეს იმ სამი პირის პროცესი გაიმართა, რომელთაც გამოძიება, 26 ივლისს ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. სხდომის დაწყებამდე ბრალდებულების ახლობლებმა სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გამართეს. შეკრებილები ამბობდნენ, რომ პოლიციელების მხრიდან დაკავებულებზე არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი.
„ორი თვეა, რაც ბიჭები დაკავებულები არიან. მათ პოლიციელები სასტიკად გაუსწორდნენ. აწამეს. მათ სხეულზე უამრავი დაზიანებები აქვთ. არ ვიცით -რაში ადანაშაულებენ. რატომ სხედან ისინი ციხეში?! ჩვენი მოთხოვნა -სამართლიანობის აღდგენაა!“, -საუბრობს ერთერთი დაკავებულის ნათესავი.
პოლიციელების მხრიდან ბრალდებულების წამებაზე საუბრობს ადვოკატიც. მაიზერ ბაბლუანი ამბობს, რომ სამცხე–ჯავახეტის სამხარეო სამმართველოში იგიტიანს, ნალბანდიანსა და კარაპეტიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რაც ექსპერტიზამაც დაადასტურა. მისივე თქმით ადგილი ჰქონდა მუქარას და სიტყვიერ შეურასხყოფასაც. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურაურაში გამოძიება 333–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
„მათი დაკავების ფორმა, და დაკითხვის ფორმა -უსასტიკესი არის, მათ მიმართ წამება იყო გამოყენებული. სახეზეა არაადამიანური მოპყრობა, ადამიანის ღირსების დამცირება. შეურაწყოფა ასევე ეროვნული ნიშნითაც მოხდა. ეს ყველაფერი ხდება სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს მხრიდან“, -აცხადებს დაკავებულების ადვოკატი მაიზერ ბაბლუანი.
ბრალდებულები საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას აპირებენ, სწორედ ამიტომ ბაბლუანმა სომხეთის საელჩოს განცხადებით მიმართა და საკუთარი დაცვისქვეშმყოფებისათვის თავშესაფარი მოითხოვა. სასამართლო სხდომაზე დღეს მხარეებმა მტკიცებულებები წარმოადგინეს და მათი დასაშვებობის საკითხი განიხილეს. მოსამართლემ დაცვის მხარის მიერ დაყენებული სამი შუამდგომლობა, რომელიც მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლობას, ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლებასა და მათთვის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ეხებოდა არ დააკმაყოფილა.
საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 2 ოქტომბერს 12 საათზე ჩაინიშნა.