რა განსხვავებაა კანდიდატებს შორის?
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღემდე 14 დღე რჩება. წინასაარჩევნო კამპანიები თავის კულმინაციას უახლოვდება.
აქტიური წინასაარჩევნო კამპანიების დაწყებიდან უკვე თითქმის 2 თვე გავიდა, რაც საშუალებას გვაძლევს გარკვეული შეფასება და ანალიზი მოვახდინოთ.
2013წ 27 ოქტომბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში 23 პრეზიდენტობის კანდიდატია დარეგისტრირებული. მათგან 10 წარმოადგენს საქართველოში მოქმედ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას (დავით ბაქრაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; ნინო ბურჯანაძე „დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველო"; გიორგი მარგველაშვილი „ქართული ოცნება"; შალვა ნათელაშვილი „ლეიბორისტული პარტია"; გიორგი თარგამაძე „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა"; კობა დავითაშვილი „ხალხის პარტია"; ზურაბ ხარატიშვილი „საქართველოს ევროპელი დემოკრატები"; აკაკი ასათიანი „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი"; სერგო ჯავახიძე „სამართლიანი საქართველოსთვის"; თეიმურაზ მჟავია „ქრისტიან–დემოკრატიული სახალხო პარტია"), ხოლო 13 –საინიციატივო ჯგუფებს წარმოადგენენ (მიხეილ სალუაშვილი, ნესტან კირთაძე, მამუკა ჭოხონელიძე, გიორგი ლილუაშვილი, ლევან ჩაჩუა, ავთანდილ მარგიანი, მამუკა მელიქიშვილი, ნუგზარ ავალიანი, თეიმურაზ ბობოხიძე, თამაზ ბიბილური, ნინო ჭანიშვილი, ქართლოს ღარიბაშვილი, გიორგი ჩიხლაძე).
მიუხედავად კანდიდატების სიმრავლისა, წინასაარჩევნო კამპანიას 3 გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს. ესენი არიან: დავით ბაქრაძე, გიორგი მარგველაშვილი და ნინო ბურჯანაძე. აღნიშნულ კანდიდატებს ფავორიტის „წოდება" არსებულმა პოლიტიკურმა კონიუნქტურამ „მიანიჭა", რომელიც თავისთავად ძირითადად „ნაციონალური მოძრაობისა" და „ქართული ოცნების" დაპირისპირებით და ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური წარსულით არის განპირობებული.
„ფავორიტების" განსხვავება, ძირითადად ჩრდილოეთ მეზობელ–რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დალაგების ან არ დალაგების ხედვაში მდგომარეობს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ არცერთ მათგანს არ აქვს პრინციპული განსხვავება ქვეყნის საგარეო მიმართულების ვექტორთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა თითოეულ კანდიდატს შიდა პოლიტიკის განსხვავებული ხედვა გააჩნია, მაგრამ აუცილებელია გავიხსენოთ, რომ ქვეყნის მოქმედი კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტის ძირითადი ფუნქცია სწორედ საგარეო პოლიტიკის წარმართვასთან არის დაკავშირებული, თუმცა, რა თქმა უნდა, მომავალი პრეზიდენტის ხედვა, შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით, არანაკლებ საინტერესო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის თითოეული მოქალაქისათვის.
პრეზიდენტობის კანდიდატები ქვეყნის სომეხი მოსახლეობისათვის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში იმით არიან საინტერესო – თუ რამდენად მზად არიან შეუდგნენ ქვეყნის ეროვნული უმცირესობების მრავალრიცხოვანი სირთულეების გადაჭრას. აქ საუბარია იმ პრობლემებზე, რომლებიც წლების განმავლობაში გროვდებოდა და ძირითადad უკავშირდებიან ლინგვისტური, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ელემენტარული თავისუფლებების განხორციელებასთან.
მიუხედავად კანდიდატების სიმრავლისა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უცნაური მიზეზების გამო ყველა ამ კანდიდატს თითქმის ერთნაირი ხედვა გააჩნიათ ეროვნული უმცირესობების პრობლემატიკაზე. პრეზიდენტობის კანდიდატები ძირითად პრობლემად ეროვნული უმცირესობებისათვის სახელმწიფო ენის სწავლებას ასახელებენ. მათი ლოგიკით თუ ჩვენ, ქვეყნის ლინგვისტური უმცირესობა, სახელმწიფო ენას დავეუფლებით – ამით ყველა სირთულე იქნება გადაჭრილი.
გთავაზობთ პრეზიდენტობის კანდიდატების პასუხებს კითხვაზე „რა პოლიტიკას გაატარებდით ეთნიკური უმცირესობების უფლებათა დაცვისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი მეტი ინტეგრაციისათვის?
- განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ეთნიკურ უმცირესობათა კომპაქტური დასახლების ადგილებში სახელმწიფო ენის (ქართული ენის) სწავლების მნიშვნელოვან ხარისხობრივ გაუმჯობესებას, რათა ჩვენს არაქართველ მოსახლეობას მივცეთ თანაბარი სასტარტო პირობები მაღალი დონის განათლების მისაღებად, საქართველოს პლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში სრულფასოვნად ჩასართავად. ამის პარალელურად ეროვნული უმცირესობების კომპაქტური დასახლების ადგილებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს საბაზისო განათლების მშობლიურ ენაზე მიღების შესაძლებლობა. (ნინო ბურჯანაძე)
- უმცირესობათა მთავარი პრობლემა ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრაციისთვის არის სახელმწიფო ენის არცოდნა. ამიტომაც, სახელმწიფო გაასამმაგებს სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის დაფინასებას. ამასთან სახელმწიფო დააფინასებს ტრადიციულად ჩამოყალიბებული უმცირესობებისთვის ნაციონალურ ენებზე ბეჭდვითი გამოცემების ხელმისაწვდომობას, კულტურული კერების, სასწავლო და რელიგიური დაწესებულებების მუნიციპალური და სახელმწიფო ბიუჯეტებიდან სუბსიდირებას. (გიორგი თარგამაძე)
- ჩვენ განსაკუთრებით ყურადღებით ვიქნებით, რომ ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები სრულად იქნას დაცული. ამავე დროს, ჩვენ მათ დავიცავთ არა მხოლოდ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისგან, არამედ შევუქმნით სრულფასოვანი განვითარების პირობებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მათი სრული ინტეგრაცია სახელმწიფოებრივ-საზოგადოებრივ პროცესებში. ამისთვის ქართული ენის სწავლების ხარისხის ამაღლებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. (გიორგი მარგველაშვილი)
- საქართველო არ არის მონოეთნიკური ქვეყანა. არსებობენ ეთნიკური უმცირესობები, რომელთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა არ იცის ქართული ენა. ყველასთვის აშკარაა, რომ საჭიროა მათი ინტეგრირება ერთიან საზოგადოებაში, მაგრამ არსებობს ხელის შემშლელლი ფაქტორები. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი საბჭოთა წარსულიდან მომდინარე ინერციაა. საზოგადოების დიდ ნაწილში დომინირებს ”ეროვნულობის” საბჭოურ-სტალინისტური გაგება, რაც ხელს უშლის ქვეყნის პოლიტიკურ ერთობად ჩამოყალიბებას. ეს წინააღმდეგობები ფართო სამოქალაქო საგანმანათლებლო საქმიანობით უნდა დაიძლიოს, მოხდეს უმცირესობების ინტეგრირება ერთიან საზოგადოებაში და საქართველოს მოქალაქეობა ”პოლიტიკურ ქართველობას” უნდა გაუთანაბრდეს. (ზურაბ ხარატიშვილი)
- ეთნიკური უმცირესობების ინტეგრირებისთვის აუცილებელია სახელმწიფო პროგრამების შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს მათ მიერ სახელმწიფო ენის სრულყოფილ ათვისებას. ამასთან, საჭიროა მათი კულტურული ტრადიციების, ენის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულფასოვნად შესწავლისა და თავისუფლად გამოყენების შესაძლებლობის უზრუნველყოფა. (აკაკი ასათიანი)
მართლაც საოცარია ასეთი განსხვავებული მიმართულებისა და დონის პოლიტიკოსთა პოზიციების ერთსულოვნება ეთნიკური უმცირესობების საკითხებთან დაკავშირებით.
თბილისელ სომხებს საკუთარ მაგალითზე შეგვიძლია დავრწმუნდეთ თუ რამდენად არაგულწრფელია ქართველი პოლიტიკოსების აღნიშნული „ხედვა". თბილისში მცხოვრებთაგან ძირითადად ყველანი ვფლობთ სახელმწიფო ენას. მიუხედავად ამისა სომხურ სათვისტომოს ქალაქის საკრებულოში არც ერთი წარმომადგენელი არ გვყავს; იგივე ვითარებაა აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაშიც; ირღვევა ჩვენი უფლებები განათლება მივიღოთ მშობლიურ ენაზე; მრწამსის თავისუფლების გამოხატვის თვალსაზრისით აშკარა დისკრიმინაცია აღენიშნება... კანდიდატები კი ენის სწავლებისკენ მოგვიწოდებენ.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი როგორც ეთნიკური, რელიგიური ან ლინგვისტური უმცირესობების უფლებები (როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიურიც) ქვეყნის კანონმდებლობაში დეტალურად იყოს გაწერილი და არა ზოგადი დებულებების სახე ჰქონდეს, როგორც ეს დღეს არის (მაგალითად: „სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის."(„საქართველოს კონსტიტუცია", მუხლი 31)). სიტყვა „ზრუნავს" არ არის გარანტი უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებისა. ზოგადი დებულებები უნდა აისახონ ყველა დონის, კონკრეტულ საკანონმდებლო აქტებშიც და შემდგომ სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ ინპლემენტირებული იყოს. ასე ხდება მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში.
დღეს საქართველოს სომხობა სხვა შინაარსისა და დონის სირთულეს ვაწყდებით – ქვეყნის ხელისუფლება, ისევე როგორც დანარჩენი პოლიტიკური ელიტის უმრავლესობა დღეს ვერ, ან ჯიუტად არ ხედავენ ჩვენს წინაშე მდგომ გამოწვევებს. მეტიც, ბევრი მათგანიდან საერთოდ იგნორირებს ჩვენს, როგორც ქვეყნის ლინგვისტური და ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო უფლებებს.
ბუნებრივია, რომ ამ პირობებში ქვეყნის სომეხ მოსახლეობას შეიძლება კითხვა გაგვიჩნდეს – რა მნიშვნელობაა ჩვენთვის თუ ზემოაღნიშნული პრეზიდენტობის კანდიდატ–ფავორიტებიდან ან არაფავორიტებიდან რომელი დაიკავებს ამ მაღალ თანამდებობას?
საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ რაღაც 14 დღე რჩება და კანდიდატებს ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა ღიად და გულრწფელად ესაუბრონ თავისივე ამომრჩევლებს.