სოფელ მოხეში მუსლიმი და მართლმადიდებელი მოსახლეობა ერთმანეთს დაუპირისპირდა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მართლმადიდებელ და მუსლიმ მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა. სოფლელში არსებული შენობის დემონტაჟის მიზნით, დაწყებული სამუშაოები მუსლიმმა მოსახლეობამ გააპროტესტა. მუსლიმებმა მშენებლებს სამუშაოების შეწყვეტა მოთხოვეს, რადგან მეჩეთის კულტურის სახლად გადაკეთება ცოდვად მიაჩნიათ. მათ მუშებს, შენობის დემონტაჟის უფლება არ მისცეს და სოფელი დაატოვებინეს.
პარალელურად, მუსლიმების მოთხოვნები გააპროტესტა ადგილობრივმა მართლმადიდებელმა მოსახლეობამაც. მათი მტკიცებით, აღნიშნულ ადგილზე კულტურის სახლი უნდა აშენდეს, რადგან სოფელში კულტურული ღონისძიებებისთვის დარბაზი არ აქვთ.
აღნიშნულმა, მართლმადიდებელ და მუსლიმ მოსახლეობას შორის მცირე შელაპარაკებაც გამოიწვია. თუმცა სამართალდამცველები სიტუაციას აკონტროლებდნენ და აქციამ ზედმეტი ექსცესების გარეშე ჩაიარა.
როგორც ჭელის მეჩეთის წინამძღვარი, ჯამბულ აბულაძე განმრტავს, აღნიშნულთან დაკავშირებით, ქალაქ ბათუმში, სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე სამუფთო სამმართველოს წარმომადგენლებთან ერთად პრემიერ–მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვედნენ და საქმის ვითარება გააცნეს. მისივე მტკიცებით, პრემიერი მათ დახმარებას დაპირდა და აღნიშნა, რომ შენობა კვლავ მუსლიმ მრევლს დაუბრუნდებოდა.
აქციაზე ორი მხარის 70–მდე წარმომადგენელი იყო შეკრებილი. მუსლიმები აცხადებენ, რომ მეჩეთის ადგილზე კულტურის სახლის მშენებლობას არ დაუშვებენ. მართლმადიდებელი მოსახლეობა კი ირწმუნება, რომ თუ მუსლიმები მსგავს მოთხოვნებს გააგრძელებენ, ისინი მათ წინააღმდეგ საპროტესტო აქციებით გამოვლენ.