თურქეთი–საქართველო. სტრატეგიული გაუგებრობა
2-3 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში თურქული ოფიციალური დელეგაციის მორიგე ვიზიტი გაიმართა. ამჯერად საქართველოს სტრატეგიულმა პარტნირმა -თურქეთმა, აფხაზეთის ხელისუფლებასთან შესახვედრად გუბერნატორი და ქალაქ იზმიტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გააგზავნა.
ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებასთან შეხვედრისას თურქული ოფიციალური დელეგაციის წევრები ძმობაზე და თანამშრომლობის სამომავლო გაღრმავებაზე საუბრობდნენ.
„ქოჯაელის პროვინციის გუბერნატორის თქმით, ის აფხაზეთში თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ ძმებთან. იბრაჰიმ ქარაოსმანოღლუმ მისი პროვინციის და ქალაქ ოჩამჩირის დამეგობრების სურვილი გამოთქვა და ოჩამჩირის ადმინისტრაციის ხელმძღვანელები 29 ოქტომბერს რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით თურქეთში მიიწვია“, -ნათქვამია აფხაზური მედიის მიერ გავრცელებულ რელიზში.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სტრატეგიული პარტნიორის სოხუმში ამ არალეგალური ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების თანავე ქართული მხარე, კვლავ, დილემის წინაშე დადგა.
დილემა კი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი სახელმწიფო, შესაძლებელია საკუთარი სურვილის და მიუხედავად, თურქეთს -სტრატეგიული პარტნორის სტატუსს ანიჭებს. თუმცა, როგორ შეიძლება სტრატეგიული პარტნიორი უწოდო იმ სახელმწიფოს, ვინც შენი საგარეო და შიდა პოლიტიკის ძირითად პრობლემას უგულველყოფს?! საკითხი ხომ ტერიტორიულ მთლიანობას ეხება...
შეხება დაუგეგმავ, უეცარ ვიზიტთან ან თუნდაც შეხვედრასთან ხომ არ გვაქვს... საუბარი იმაზეა, რომ ჩვენი სტრატეგიული „პატრნიორი“ აფხაზეთთან ღიად, დაუფარავად თანამშრომლობს. ამავე დროს, არ არსებობს „მესიჯი“, რაც დაგვარწმუნებდა, რომ თურქებს, ამ თანამშრომლობის გზით ქართულ–აფხაზურ კონფლიკტში შუადგომლობის როლის თამაში სურთ.... მზგავსი მესიჯი -არ არსებობს!
თუმცა, ეს ყველაფერი ჩვენს სახელმწიფოს ხელს არ უშლის თურქეთს, ჯიუტად, ისევ და ისევ სტრატეგიული პარტნიორი უწოდოს... აღნიშნულ და ყველა უკვე გამართულ ვიზიტთან დაკავშირებულ ჩვენი ჩინოვნიკების სამარცხვინო კომენტარების რეტრანსლირებისგან თავს შევიკავებთ. ვიტყვით მხოლოდ იმას, რომს ეს კომენტარები, რბილად რომ ვთქვათ, ჩვენი სახელმწიფო აზროვნების სისუსტეზე მიანიშნებენ. „სტრატეგიულ პარტნიორს“ -ვამართლებთ... „თურქეთში დღეს რთული ვითარებაა შექმნილი... გარდამავალი მთავრობაა, რომელიც ვიზიტის შესახებ ინფორმირებული არ იყო...“, -ასეთია სტრატეგიული პარტნიორის აშკარად არამეგობრულ ნაბიჯზე, პოლიტიკაზე, ჩვენი სახელმწიფოს მიერ გამოთქმული პროტესტის რიტორიკა.
ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველ ჩინოვნიკებს მეტი სიმკაცრე რომ გამოეჩინათ, თურქეთი, რა თქმა უნდა, აფხაზეთთან თანამშრომლობას არ შეწყვეტდა, თუმცა, ბოდიშს მაინც მოიხდიდა, არამეგობრული პოლიტიკის აშკარა ქმედების გამართლებას მაინც შეეცდებოდა. მაგრამ, თურქებმა რატომ უნდა მოიხადონ ბოდიში იმ დროს, როდესაც მათ სანაცვლოდ ამას საქართველოს ხელისუფლება აკეთებს? თურქეთი ხომ იცის, რომ საქართველო ყველაფერს „აპატიებს“, დაივიწყებს და აქეთ მოიხდის ბოდიშს...
ამჯერადაც ასე მოხდა... თურქეთის ოფიციალური დელეგაციის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შემდეგ სტრატეგიულმა პარტნიორმა საჭიროდ არ ჩათვალა ოფიციალური განცხადებით მოებოდიშებინა ქართულ მხარესთან.
არც საქართველოს პრემიერ მინისტრს დაურეკა არავინ, არც არავის აუხსნია თუ როგორ მოხდა ეს „გაუგებრობა“...
გულწრფელები რომ ვიყოთ, ისიც კი უნდა ვაღიაროთ, რომ, რა თქმა უნდა, ეს ვიზიტი -გაუგებრობა არ იყო... გაუგებრობა შეიძლება ვუწოდოთ იმ ვითარებას, როდესაც შენს აშკარა არაკეთილმოსურვეს -სტრატეგიულ პარტნიორად მონათლავ. იმედი გვრჩება, რომ ეს სტრატეგიული გაუგებრობა ჯერ კიდევ ფატალური არ არის...
armenian-community.ge