ახალციხის თემში, 2014 წლის მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე ფარული კენჭისყრით, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე აირჩიეს. კენჭისყრა დარბაზში განთავსებულ სპეციალურ კაბინებში მიმდინარეობდა. „ქართული ოცნების“ წევრის დავით ლომიძის კანდიდატურას მხარი საკრებულოს 22 ორმა წევრმა დაუჭირა, მას ნდობა არ გამოუცხადა შვიდმა მათგანმა, ერთი ბიულეტენი კი ბათილად ჩაითვალა. დავით ლომიძის მოადგილედ საკრებულომ ასვე კოალიციის წევრი გელა ნოზაძე აირჩა. საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ამბობს, რომ მის ამ პოსტზე დასახელება მოულოდნელი იყო, შესაბამისად მას კონკრეტული სამუშაო გეგმა არ აქვს. დავით ლომიძის თქმით, სოფლის მოსახლეობის ინტერესებზე იზრუნებს, რადგან ამ კუთხით შესაბამისი გამოცდილებაც აქვს. იგი სხვადსხვა დროს სწორედ სოფლის მეურნეობის დარგში მუშაობდა.
სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი არ დაუსახელებია, უმცირესობაში მყოფ ნაციონალურ მოძრაობას. მაკა სუდაძე განმარტავს, რომ მათი კანდიდატი საკრებულოს წევრებისაგან მხარდაჭერას მაინც ვერ მოიპოვებდა. ისევე როგორ ნაციონალური მოძრაობის სხვა წარმომადგენლებმა მაკა სუდაძემაც რეგლამენტის მიღებაში მონაწილეობაზე თავი შეიკავა. მ
...
»»»