2014 წლის 19 ივლისს ქალაქ თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაზე მოხდა დაგეგმილი თავდასხმა, მოტივირებული ეთნიკური და რელიგიური სიძულვილის ნიშნით. დაახლოებით 16:00 საათზე ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ორგანიზებული პროვოკაცია. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან გასვლის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ქალბატონმა დაიწყო უკმაყოფილობის გამოთქმა მღვდელმსახურის მიმართ, რომლის ავტომანქანაც ვითომდა მას ხელს უშლიდა მანევრირებაში. ამ დროს მანქანით მოახლოვდა აგრესიულად განწყობილი ორი მამაკაცი, რომლებმაც გაიყვანეს მანქანა. მღვდელმსახური შევიდა სომეხთა ეპარქიის ადმინისტრაციულ შენობაში, ამ დროს ეზოში იყვნენ ახალგაზრდა დიაკვნები, რომლებმაც მოისმინეს, თუ მამაკაცი როგორ იგინებოდა სომხების მისამართით. აღნიშნული ფაქტის გაპროტესტების შემდეგ, მამაკაცი გამოვიდა მანქანიდან, ამოიღო ხელკეტი, გინების გაგრძელებით, აიღო ქვა და ცდილობდა დაერტყა სომეხთა ეპარქიის წარმომადგენელთათვის. ამ ხმების გაგებაზე ეპარქიის თანამშრომლები გარეთ გავიდნენ, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ამ დროს მამაკაცმა ეპარქიის ერთ თანამშრომელს დაარტყა ზურგში. გაჩაღდა ხანმოკლე ჩხუბი.
აღნიშნული ინციდენტიდან დაახლოებით 2 საათის შემდეგ, ზემო
...
»»»