დაახლოებით, 16:00 საათზე ძლიერმა ქარმა ახალციხეში რუსთაველის ქუჩის 102 ნომერში მდებარე მრავალსართულიან კოსპუსს სახურავი გადახადა. ამას ზედ წვიმაც დაერთო და მეხუთე სართულზე მცხოვრებ ოჯახებს საცხოვრებელში წყალი ჩაუვიდათ. ადგილობრივები ამბობენ, რომ სახურავის შეცვლის სამუშაოები თავის დროზე ხარვეზებით შესრულდა და დღეისათვის ეს შედეგი სწორედ ამიტომ მიიღეს.
ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამაშველო სამსახურის ჯგუფები, რომლებმაც კორპუსზე დარჩენილი სახურავი გაამაგრეს და ქარისგან გადმოყრილი თუნუქის ფურცელი და ხის მასალა მოსახლეობისთვის უსაფრთხო ადგილზე გადაიტანეს.
რუსთაველის ქუჩაზე სამუშაოები შპს „მელიზამ“ შეასრულა, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტის მომავალ გამგებელს ეკუთვნის, თუმცა ზაზა მელიქიძე აცხადებს, რომ კომპანიასთან აღარაფერი აკავშირებს. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელის მალხაზ ჟუჟუნაძის თქმით, არ იცის აღნიშნული ფირმა ვის მფლობელობაშია, თუმცა ირწმუნება, რომ წარმომადგენლებს უკვე ესაუბრა და შენობა უმოკლეს დროში დაიხურება.
სტიქიის გამო დღის მეორე ნახევარში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა შეჩერებული იყო ახალციხე–ახალქალაქის გზატკეცილზ
...
»»»