2014 წლის 7-14 ივლისს ლევონ ისახანიანმა, ამიერკავკასიის რომის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის, სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის ეპარქიის, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიისა და ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის სახელით, მონაწილეობა მიიღო გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომებში, ჟენევაში, შვეიცარიაში. კომიტეტის 111-ე სესიაზე განიხილებოდა საქართველოს ანგარიში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის განხორციელების თაობაზე (ხელმისაწვდომია გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ვებგვერდზე: http://tbinternet.ohchr.org/_layouts/treatybodyexternal/Download.aspx?symbolno=CCPR%2fC%2fGEO%2f4&Lang=en). ლევონ ისახანიანმა კომიტეტის წევრებს წარუდგინა ინფორმაცია საქართველოში რელიგიური უმცირესობების მდგომარეობის და მათი დისკრიმინაციის კონკრეტული ფაქტების შესახებ, რომელიც არ იყო შეტანილი სახელმწიფოს მიერ წარდგენილ ანგარიშში (დააჭირეთ ვიდეოჩანაწერის სანახავად http://www.youtube.com/watch?v=rJW-zresXLU&list=UUnYQ_RWaAObGP4VrKu_BLVQ).
კომიტეტის წევრებს წარედგინათ საქართველოში რელიგიური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციის შესახებ დეტალური ანგარიში (ხელმისაწვდომია გაეროს ადამიან
...
»»»