ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ტაბაწყურის მკვიდრებისთვის, ტბა, შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს, თუმცა იგი მეხუთე წელია კერძო მესაკუთრის მმართველობაშია. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ მას შემდეგ, რაც სოფლის რესურსს ვეღარ იყენებენ, მათი ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ტაბაწყურის მაცხოვრებლები ცენტრალური ხელისუფლებისგან ლიცენზიის გაბათილებასა და თევზჭერის ნებართვას მოითხოვენ.
აკრძალვის მიუხედავად, სოფელ ტაბაწყურის ტბაზე ადგილობრივები თევზჭერას მაინც აგრძელებენ. შპს „ტბების“ დირექტორი აცხადებს, რომ თანასოფლელებს ტბის რესურსის თვითნებურად გამოყენება ეკრძალებათ. ალიხა მურადიანის თქმით, ადგილობრივები თევზჭერაზე ნებართვას მთავრობისგან კანონის შესაბამისად იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ დაჭერილი თევზის 50 %–ს მეპატრონეს გადასცემენ.
„თუ უჭირთ, უნდა იმუშავოთ, მაგრამ ამ შეთავაზებაზე არ მოდიან“ – აცხადებს ტბის დირექტორი.
ტაბაწყურში არსებულ მდგომარეობას მძიმე მემკვიდრეობას უწოდებს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე. თემურ მურღულია ვერ აკონკრეტებს, თუ როგორ შეძლებს სახელმწიფო შექმნილი ვითარებიდან უმტკივნეუ
...
»»»