3 წლიანი უმოქმედობის შემდეგ, ახალციხის მერიამ ტბის რეაბილიტაციისთვის მზადება დაიწყო. თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ აღდგენითი სამშოებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 80 ათასი ლარი გამოიყო. მის ფარგლებში ტურისტულ–გასართობი კომპლექსი ზაფხულში უკვე მზად უნდა იყოს. თუმცა მანამდე მერიის ბაზაზე ააიპ ,,ტბის“ ჩამოყალიბება იგეგმება, რომელიც შემდეგში კომპლექსს ზედამხედველობას გაუწევს. ააიპი–ს ფუნქციონირებისათვის საჭირო დოკუმენტაცია მერიის საკრებულოს უკვე გადაეგზავნა. იმისთვის, რომ ობიექტზე სამუშაოები დაიწყოს, მერიაში კიდევ ერთ დაბრკოლებას ასახელებენ. მათი ინფორმაციით, ბოლო დღეებში ადიდებულმა ფოცხოვმა სათავე–ნაგებობა, საიდანაც ტბაში წყალი ჩაედინებოდა მწყობრიდან გამოიყვანა, ამიტომ, სანამ სათავე არ მოწესრიგდება ტერიტორიაზე სამუშოების დაწყება შეფერხდება.
3 წლის წინ დახარჯული 2 მილიონი ლარის შემდეგ , ტბის ხელახალი რეაბილიტაციისათვის ამჯერად 80 ათასი ლარი გამოიყოფა. თვითმმართველობის ინფორმაციით, თანხა ძირითადად, ტურისტულ–გასართობ კომპლექსს მოხმარდება, რისთვისაც ორ ნავს ახალციხეს ბათუმის მერია გადამოსცემს. გარდა ამისა, ტბაზე განთავსდება წყლის ველოსიპედები, მოეწყობა ტურისტებისათვის კარვ
...
»»»