04.10.2015
სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პოსტი 3 ოქტომბერს გიორგი ნასყიდაშვილმა დაიკავა. მან დავით მაღრაძე შეცვალა.
დავით მაღრაძე საპატრულო პოლიციის უფროსის მოვალეობას მას შემდეგ ასრულებდა, რაც შსს-ში საკადრო ცვლილებების შედეგად, ყოფილი უფროსი ზაალ ფუტკარაძე სამუშაოდ ქუთაისში გადავიდა.