18.10.2015
წლების შემდეგ, რკინიგზის სადგურ ,,ვალეს“ მიმართულებით, პირველი სატვირთო გადაზიდვა განხორციელდა. 22 ვაგონი ქვანახში ე.წ. ,,მეორე შახტის“ დასახლებაში არსებულ ტერმინალზე დაიცალა და რამდენიმე დღეში დახარისხდება. დაახლოებით 4 800 ტონა ტვირთი, უახლოეს მომავალში, კვლავ ვალის რკინიგზის გავლით თურქეთში გაიზიდება.
აღნიშნულ პროექტს შპს ,,ულევი ტერმინალი“ ახორცილებს, კომპანიამ ადგილზე მოსამზადებელი სამუშაოები ერთი თვის წინ დაიწყო.
პირველ ეტაპზე, ვალის ტერმინალზე, მხოლოდ ქვანახშირი გადაიზიდა, მომავალში კი ტერმინალის ხელმძღვანელობა მარცვლეული კულტურისა და სხვადასხვა სავაგონო თუ საკონტეინერო გზავნილების განხორციელებას გეგმავს.
ოფიციალური ინფორმაციით, აზერბაიჯანიდან შემოტანილი ქვანახშირის თურქეთში გადასაზიდად, ხელშეკრულება ქართულ და თურქულ მხარეს შორის, მომავალ კვირას დაიდება.