ახალციხეში „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა პარტია დატოვეს
ახალციხეში „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა პარტია დატოვეს. შესაბამისად დაიშალა საკრებულოს შემადგენლობაში არსებული ფრაქციაც. – ამის შესახებ სპეციალური განცხადება მედიასთან ფრაქციის ერთ–ერთმა წევრმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გელა ნოზაძემ გააკეთა. მისი თქმით, ფრაქციის დატოვების შესახებ განცხადება პარტიის წევრმა ბაიცარ მანასიანმა შეიტანა, რის შემდეგაც მისი დაშლა გახდა საჭირო. აღსანიშნავია, რომ სამ პიროვნებაზე ნაკლები ფრაქციაში არ შეიძლება იყოს.
გელა ნოზაძის თქმით, ისინი ,,თავისუფალი დემოკრატების“ დატოვებისა და კოალიციაში დარჩენის შესახებ ოფიციალურ განცხადებას, საკრებულოს უახლოეს დღეებში წარუდგენენ. მან ჟურნალისტებთან განმარტა, რომ მმართველ გუნდში გადასვლის გადაწყვეტილება, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.
გელა ნოზაძისა და ბაიცარ მანასიანის გარდა, ,,თავისუფალი დეოკრატები“ ფრაქციის კიდევ ერთმა წევრმა, ბიძინა გოგოლაძემაც დატოვა. ისინი საკრებულოში ახალი ფრაქციის ჩამოყალიბებას გეგმავენ, რომელიც კოალიცია ,,ქართული ოცნების“ შემადგენლობაში შევა.