03.11.2014
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში დაკარგულ მამაკაცს მეოთხე დღეა ეძებენ. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ 55 წლის დავით ცომაია სახლიდან დაახლოებით 18:00 საათზე სოკოს საკრეფად გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ახლობლებმა დაკარგული მამაკაცის ძებნა მას შემდეგ დაიწყეს რაც იგი მათ სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობდა. ნათესავების თქმით, დავით ცომაიას ავტოავარიის შედეგად ფეხი ჰქონდა დაზიანებული და სიარული უჭირდა, ამიტომ ოჯახის წევრები ვარაუდობენ რომ შესაძლოა იგი მდინარეში ჩავარდა და წყლიდან ამოსვლა ვეღარ შეძლო.
ადგილობრივ სამაშველო სამსახურში მამაკაცის დაკარგვის შესახებ შეტყობინება 31 ოქტომბერს საღამოს ათ საათზე შევიდა. ადგილზე ახალციხისა და სამცხე–ჯავახეთის სამაშველო სამსახურის ჯგუფები გამოცხადდნენ. მას შემდეგ სამძებრო სამუშაოები, როგორც მდინარის ნაპირებზე ასევე წყალში მიმდინარეობს. სამაშველო სამსახურის ჯგუფის უფროსის თქმით, სამძებრო სამუშაოები მანამდე არ შეწყდება სანამ დაკარგულ მაკმაკაცს არ იპოვიან.