21 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წერვების შეხვედრა გიორგი მარგველაშვილთან. შეხვედრას საქართველოს სახალხო დამცველი -უჩა ნანუაშვილი, უმცირესობების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი -სოფიო შამანიდი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და სახალხო დამცველის აპარატის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღნიშნულ შეხვედრას, რომელიც დახურულ კარს მიღმა თითქმის ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ასევე „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“-ს წარმომადგენელი ესწრებოდა, რომელსაც შესაძლებლობა მიეცა ქვეყნის პრეზიდენტს სიტყვით მიმართოს.
საქართველოს პრეზიდენტმა ზოგ კითხვას პასუხი გასცა, ზოგზე კი პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. თუმცა, ალბათ უფრო მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ ეს კითხვები საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის კედლებში გაჟღერდა, რაც რამდენიმე წლის წინ -წარმოუდგენელიც კი იყო...
პატივცემულ მკითხველს 21 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართული იმ დიალოგის სტენოგრამას წარმოგიდგენთ, რომელიც „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“-ს წარმომადგენლისა და საქართველო
...
»»»