საქართველოს პრემიერ მინისტრი ვარძიის სამონასტრო კომპლექსს ესტუმრა. ირაკლი ღარიბაშვილი ქვაში ნაკვეთი ციხე–ქალაქის სიცოცხლის გახანგრძლივებისათვის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობას დააკვირდა.
ამ დროისათვის ვარძიაში დაშლის პირას მყოფი კლდის სტრუქტურის რამდენიმე მიმართულებით კვლევა და წყალმრიდი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რისთვისაც ნახევარი მილიონი ლარი გამოიყო.
ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დღეს ვარძია მოინახულეს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემაც
ვარძიის ძელზე ქვათა ცვენის შესაჩერებლად, რომელიც მის განადგურების მთავრ საფრთხეს წარმოადგენს, ამ დრომდე, სხვადასხვა პრევენციული სამუშოები გატარდა, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ მისი გადარჩენისათვის მსგავსი ქმედებები არასაკმარისი აღმოჩნდა.
როგორც ექსპერტები ამბობენ, ვარძიის ტურისტურლი განვითარების ერთ–ერთი მთავრი მიმართულება– განათების მოწყობაა. ამისათვის კომპლექსში ახალი სისტემა დამონტაჟდა, ამიერიდან ტურისტებს ვარძიის მონახულება ღამის საათებშიც შეეძლებათ.
კომპლექსის გადარჩენისათვის საბოლოო გეგ
...
»»»