საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, რეგიონებში კინოჩვენების პროგრამა გრძელდება. პროექტის ფარგლებში კულტურის მინისტრი ნონოწმინდას ესტუმრა და კინოჩვენებისთვის საჭირო ტექნიკური აპარატურით აღჭურვილი კინოკლუბი საზეიმოდ გახსნა. ადგილობირვი ფოლკლორულ ასამბლებს კი შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ხალხური მუსიკალური საკრავები გადასცა. მიხეილ გიორგაძის განმარტებით, საქართველოს რეგიონებში, მსგავსი სახის პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია, რადგან ამ კუთხით კლუტურული ცხოვრების ხელშეწყობა ხდება.
ნინოწმინდაში კინოთეატრის საზეიმოდ გახსნის ცერემონიაზე მინისტრთან ერთად საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ჯანელიძეც იმყოფებოდა. მათ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა და ნინოწმინდის გამგებელმა უმასპინძლეს.
ღონისძიებას ანიმაციური ფილმების ფესტივალის „თოფუზის“ ორგანიზატორებიც დაესწრნენ, რომლებმაც ადგილობრივ ბავშვებს გასართობი შოუ შესთავაზეს და ახალგახსნილ კინოკლუბში სპეციალურად მათთვის დამონტაჟებული ანიმაციური ფილმების კოლაჟი წარმოადგინეს.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს რეგიონ
...
»»»