ახალციხის ბაღებში სწავლა შეწყდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველა საბავშვო ბაგა–ბაღში სწავლა შეწყდა, ამის მიზეზად კი გამგეობაში რეორგანიზაციას ასახელებენ. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა დირექტორის ნანა გელაშვილის განმარტებით მიმდინარე ცვლილებების გამო შესყიდვების სააგენტოსთან გარკვეული პრობლემები გაჩნდა. მისივე მტკიცებით, ბაღებში პროდუქციის შეტანასთან დაკავშირებით ტენდერი მთელი წლით იყო გამოცხადებული, თუმცა ქალაქისა და თემის გაყოფვის შედეგ ხარვეზები მაინც შეიქმნა.
ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებამ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ოფიციალური წერილი გაუგზავნა და პრობლემის მოგვარება სთხოვა. ნანა გელაშვილის თქმით, როდის აღდგება ბაღებში სწავლა ეს წერილის პასუხზეა დამოკიდებული.
ასევე, რეორგანიზაციის გამო ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებლებათა გაერთიანება ორად გაიყო. სოფლის ბაგა–ბაღები ერთ დაწესებულებაში გაერთიანდებიან, ხოლო, ახალციხის ბაგა–ბაღები მეორეში. ორივე მათგანს კი თავისი საშტატო ერთეული და ბიუჯეტი ექნება და თავიანთი ხელმძღვანელები ეყოლება. ამ ეტაპზე თვითმმართველ ქალაქში გაერთიანების ხელმძღვანელად კვლავ ნანა გელაშვილი, რჩება, ხოლო თემში დროებით მოვალეობის შემსრულებლად, ამავე სამსახურის საქმის წარმოების ყოფილი სპეციალისტი ლელა ოქრმელიძე დაინიშნა.