„აწარმოე საქართველოში“ – სამთავრობო პროექტის პრეზენტაცია ახალციხეში
,,აწარმოე საქართველოში“– ასე ჰქვია სამთავრობო პროგრამას, რომლის თაობაზეც დღეს ახალციხეში პრეზენტაცია გაიმართა. იგი მიზნად სამცხე–ჯავახეთში მოქმედი მეწარმეები ინფორმირებას ისახავდა. პროექტი რეგიონის წარმომადგენლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ბოჭორიშვილმა გააცნო. მისი თქმით, სახელმწიფო პროგრამა შეღავათიანი პირობებით ახალი საწარმოების შექმნას გულისხმობს.
მთავრობის მიერ ინიცირებული ახალი პროექტის მიხედვით, საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი პროდუქციის წარმოება უნდა განვითარდეს და ახალი საწარმოები შეიქმნას.
სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაციას სამინისტროს წარმომადგენლები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში მართავენ. დღევანდელ შეხვედრას ორგანიზება სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატმა გაუწია. მასში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის პირველი პირები და მეწარმეები იყვნენ ჩართულნი.
სამთავრობო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ 1 ივნისიდან ამოქმედდა. იგი მხოლოდ ახალი საწარმოების შექმნის მხარდაჭერაზეა ორიენტირებული.
პროგრამის ბიუჯეტი 46 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის წარმოება–გადამუშავებაზე 30 მილიონი ლარი ინდუსტრიული პროდუქციის წარმოებაზე კი –16 მილიონი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება 10%–ს შეადგენს. სახელმწიფო თანადაფინანსება პირველი 24 თვის განმავლობაში მიმდინარეობს. დაფინანსებული სესხით აუცილებელია მხოლოდ ახალი საწარმო შეიქმნას.