ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბას მგლები შეესია
მგლების შემოსევის კიდევ ერთი ფაქტი ახალდაბაში და ზარალი, რომლის ანაზღაურებასაც მოსახლეობა ითხოვს. გარეულმა ცხოველებმა 8 ღორი შეჭამეს, 5 კი დაგლიჯეს. ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.
დაბა ახალდაბაში აცხადებენ, რომ მგლების შემოსების ეს პირველი ფაქტი არ არის. ტყის პირას მცხოვრები 30 ოჯახი ყოველდღიურად საშიშროების წინაშე დგას.
ადგილობრივი ზვიად ჩადუნელი აცხადებს, რომ ღორების გარდა ფერმაში წელს მგელმა 30–მდე ხბო შეუჭამა.
„მიდის საქმე იქამდე, რომ აღაც ფერმა გვქონდეს, აღარც ღორი ვიყოლიოთ და აღარც ძროხა. როგორც გაქცეულია 80 % სოფლიდან, მეც ამ გზას დავადგები“ – აცხადებს ზვიად ჩადუნელი.
ახალდაბელები ირწმუნებიან, რომ მატერიალური ზარალის გარდა, საფრთხე მათ სიცოცხლესაც ექმნება. იმის გამო რომ მგლები დაცულ ტერიტორიაზე ბინადრობენ, ადგილობრივების თქმით, მათი მოკვლის უფლება არ აქვთ.
გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტთან ისინი ხელშეკრულებას გააფორმებენ, რის საფუძველზეც სპეციალური ჯგუფის შექმნა მოხდება. ისინი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე იზრუნებენ.
სამინისტროს წარმომადგენელთა განმარტებით, თავდაცვის მომენტში მგლის მოკვლის შემთხვევაში სამინისტროსგან წინასწარი თანხმობა საჭირო არ არის და არც საჯარიმო სანქციებია გათვალისწინებული. მხოლოდ აუცილებელია, რომ ცხოველის მოკვლის შემთხვევაში, ამის შესახებ, სამინისტროს აუცილებლად ეცნობოს.