ბორჯომში 21 წლის ახალგაზრდას მეცხრე დღეა ეძებენ
ბორჯომში დაკარგულ ახალგაზრდას მეცხრე დღეა ეძებენ. ცემში მცხოვრები 21 წლის თორნიკე გოგოლაძე 3 ნოემბრის საღამოს გაუჩინარდა. იგი მეგობრებთან ერთად წეროვანის დევნილთა დასახლებაში ნათლობაში იმყოფებოდა. სუფრა საღამოს 9 საათისთვის დატოვა. ამის შემდეგ თორნიკე გოგოლაძე აღარავის უნახავს. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, მას არც სახლში და არც წეროვანში კონფლიქტი არავისთან ჰქონია. ისინი ფიქრობენ, რომ თორნიკე წეროვანის დასახლებიდან არ გამოსულა.
ახლობლები ამბობენ, რომ მოხდა ქვეყნის საზღვრების გადამოწმებაც. მას ქვეყანა არ დაუტოვებია.
ოჯახის წევრები და სამსართალდამცველები თორნიკეს ძებნას აგრძელებენ. ოჯახი დახმარებას ითხოვს.
ახლობლები ამბობენ, რომ მოხდა ქვეყნის საზღვრების გადამოწმებაც. მას ქვეყანა არ დაუტოვებია.
ოჯახის წევრები და სამსართალდამცველები თორნიკეს ძებნას აგრძელებენ. ოჯახი დახმარებას ითხოვს.