დევნილები საცხოვრებელ ფართებს ახალციხეში დეკემბრის თვიდან მიიღებენ
იძულებით გადაადგილებული პირები ახალციხეში საცხოვრებელ ფართებს ისევ ერთი თვის დაგვიანებით მიიღებნ. ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანიამ რუსთაველის ქუჩის 113 ნომერში მდებარე ორი შენობის რეაბილიტაცია დათქმულ დროს ვერ დაასრულა. კომპანია „სენის“ წარმომადგენლების თქმით, მშენებლობის პროცესში კვლავ გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულება მოუხდათ, რის გამოც ცენტრალურ უწყებას ვადის გაგრძელება კიდევ ერთი თვით სთხოვეს.
პროექტის მიხედვით, იძულებით გადაადგილებულ 66 ოჯახს საცხოვრებელი ფართი 1 ოქტომბრიდან უნდა მიეღო. თუმცა კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები ვერ დაასრულა და ვადამ ერთი თვით გადაიწია. ორი შენობის სრული რეაბილიტაცია, ვერც შემდგომ ერთ თვეში მოხდა. „სენის“ მენეჯერი ირწმუნება, რომ ამჯერად მომდევნო ერთი თვე სამუშაოების დასრულებისთვის საკმარისია. მისივე თქმით დევნილებს საცხოვრებელი ფართები დეკემბრის თვიდან გადაეცემათ.