გუბერნატორის ადმინისტრაცია ვაკანსიებს აცხადებს
სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია ვაკანსიებს აცხადებს . ვაკანტურია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, უფროსის მოადგილის, უფროსი სპეციალისტისა და სპეციალისტის თანამდებობები. ვაკანსიები გამოცხადებულია ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში. გარდა ამისა, ვაკანტურია სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტის, უფროსი სპეციალისტის და სპეციალისტის პოზიციები. თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურში – სამსახურის უფროსის, მოადგილისა და უფროსი სპეციალისტების თანამდებობები და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურში – სამსახურის უფროსის მოადგილის, მთავარი სპეციალისტის, სპეციალისტისა და უფროსი სპეციალისტების პოზიციები. სულ 25 თანამდებობაა. შექმნილია 5 კაციანი საკონკურსო კომისიაც, რომლის თავმჯდომარე სამცხე–ჯავახეთის სამხარეო რწმუნებული აკაკი მაჭუტაძეა. კომისიის მოადგილე კი გუბერნატორის მოადგილე ავთანდილ კაჭკაჭაშვილია. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არცერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი არ შედის.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა 27 მარტია.